995 571536600 contact@protestant.ge

ამერიკის პრეზიდენტმა პირობა დადო უპასუხოს ქრისტიანების მკვლელობებს ნიგერიაში.

ორშაბათს 30 აპრილს, ნიგერიის პრეზიდენტ მუჰამად ბუჰარისთან შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გაერკვევა ნიგერიაში ქრისტიანების მკვლელობის პრობლემაში.
ტრამპმა მოუწოდა ნიგერიის და ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივ  ლიდერებს “ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დაუყოვნებლივ დავიცვათ დაზარალებული თემები და დავიცვათ უდანაშაულო ადამიანები, ყველა რელიგიის წარმომადგენლები, მათ შორის მუსულმანები, ქრისტიანები,” იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com.
“ჩვენ ნიგერიაში  ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ქრისტიანებთან დაკავშირებით, რომელთაც კლავენ”, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა. “ჩვენ ამ პრობლემაზე ძალიან სერიოზულად ვიმუშავებთ, რადგან ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს”.
როგორც Morning Star-მა განაცხადა, გასულ კვირას ნიგერიაში რამდენიმე სოფელში თავდასხმების სერია მოხდა.
24 აპრილს ფულანის მუსულმანი მწყემსები ნიგერიაში ბენუს შტატში, თავს დაესხნენ კათოლიკურ კონგრეგაციას. მსხვერპლი სულ მცირე 39 ადამიანია.
30 აპრილს ნიგერიაში ქრისტიანული ასოციაციის  (CAN) ორგანიზებით გაიმართა ეროვნული საპროტესტო გამოსვლები. მოვუწოდებთ ფედერალურ მთავრობას და უსაფრთხოების სამსახურებს, რათა შეწყდეს გაუთავებელი მკვლელობები და სისხლისღვრა ქვეყანაში.

Leave a Reply