995 571536600 contact@protestant.ge

აფრიკაში აღმოაჩინეს ისლამისტების მიერ მოკლული შვეიცარიელი მისიონერის ნეშტი

მალიში (დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო) იპოვნეს შვეიცარიელი მისიონერის ნეშტი, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, მიუხედავად მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხისა.
  მალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ იპოვეს და ამოიცნეს ბეატრის სტოკლის ცხედარი, ევანგელური მისიონერი შვეიცარიიდან, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ისლამისტი ექსტრემისტების ტყვეობაში იმყოფებოდა, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com.
   სტოკლის ცხედარი მალის ხელისუფლებას გადასცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს არის ბეატრის სტოკლი, რომელიც გაიტაცა ჯიჰადისტურმა ჯგუფმა Jamaat Nusrat al-Islam wa’l- იმ ქალაქ ტიმბუქტუში, მალი.
  მახარებლის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის ოქტომბერში. ინფორმაცია გაჟღერდა ფრანგი ყოფილი მძევლის სოფიო პეტროენენის, 75 წლის საქველმოქმედო მუშაკის მიერ, რომელიც ჯიჰადისტებმა გაიტაცეს 2016 წლის დეკემბერში.
  პეტრონენმა ისლამი მიიღო და ტყვეობიდან გაათავისუფლეს 2020 წელს. შემდეგ მან განაცხადა, რომ ბეატრის სტოკლი დახვრიტეს ერთი თვით ადრე. ქალმა თქვა, რომ ერთ ღამეს სტოკლი გაიყვანეს ქუჩაში, შემდეგ კი გასროლის ხმა გაიგო.
   ბეატრის სტოკლიმ მისიონერული მსახურება დაიწყო ქალაქ ტიმბუქტუს შვეიცარიულ ეკლესიაში 2000 წელს. მალის ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლმა თქვა, რომ იგი ცხოვრობდა და ქადაგებდა აბარაჯუს მხარეში, სადაც ყიდდა ყვავილებს და არიგებდა ქრისტიანულ ლიტერატურას. იგი ცნობილი იყო თავისი კომუნიკაბელურობით, განსაკუთრებით ქალებთან და ბავშვებთან, მაგრამ ეს რაიონი ასევე პოპულარული იყო ჯიჰადისტების ჯგუფებში.
  პირველად, ბეატრისი გაიტაცეს ჯერ კიდევ 2012 წელს. მაშინ დასავლეთიდან ჩამოსულთა უმეტესობამ აჩარებით დატოვა ქვეყანა, გატაცებისა და ალ-ქაიდას საკნებში გადაყვანის შიშით. მაგრამ სტოკლიმ უარი თქვა წასვლაზე.
  ისლამისტებმა იგი გაიტაცეს, მაგრამ 10 დღის შემდეგ მეზობელი ბურკინა ფასოს შუამავლობის წყალობით გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, ქალმა მალი დატოვა, რადგან დედა და ძმა ევედრებოდნენ მას გაქცეულიყო ქვეყნიდან.
  მაგრამ ძალიან მალე ბეატრისი უკან დაბრუნდა, თუმცა შვეიცარიის მთავრობა აფრთხილებდა მას ამის შესახებ.
  2016 წელს მის სახლთან მივიდა შეიარაღებული ჯგუფი ოთხი პიკაპით, მისიონერი სახლიდან გაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
  მოგვიანებით ალ-ქაიდამ გატაცებაზე პასუხისმგებლობა აიღო: ”ბეატრის სტოკლი არის შვეიცარიელი მონაზონი, რომელმაც ისლამს ომი გამოუცხადა მუსლიმების გაქრისტიანების მცდელობით!” – თქვა ვიდეოში ნიღბიანმა კაცმა, რომელიც ალ-ქაიდას სახელით საუბრობდა.
  სტოკლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ტერორისტებს სურდათ,  მალიში დაპატიმრებული მათი ბოევიკების და ასევე  ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლება, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. მათ ასევე მოითხოვეს, რომ სტოკლი აღარასდროს დაბრუნებულიყო მუსლიმურ ქვეყანაში ქრისტიანობის საქადაგებლად.
  როგორც ჩანს, არც მთავრობა და არც თავად ბეატრის სტოკლი არ ეთანხმებოდნენ ბოევიკების მოთხოვნებს.
  ბოლო მისიონერულ მოგზაურობაში წასვლის წინ მალიში, ქალმა თქვა: ”ან ტიმბუქტუ, ან არაფერი”.
  ”სამწუხაროდ, ახლა ჩვენ გვაქვს უდავო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქალი, რომელიც მძევლად აიყვანეს, მკვდარია”, – აღნიშნა შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა იგნაციო კასისმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში. ”მაგრამ მე ასევე მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქალის ნეშტი დავუბრუნოთ მის ოჯახს. მინდა  ღრმა მწუხარება გამოვხატო და ასევე მადლობა გადავუხადო მალის ხელისუფლებას იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის ”, – დასძინა კასისმა.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ