995 571536600 contact@protestant.ge

აშშ აპირებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც რელიგიური თავისუფლება ირღვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ რელიგიურ თავისუფლებას, ამოქმედდება სანქციები.
პოლიტიკოსმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები რწმენის აღმსარებლობის  სფეროში ჩაატარონ რეალური რეფორმები. იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com, МХН-ზე დაყრდნობით.
“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რელიგიური თავისუფლება. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამ მიზნით  სახელმწიფო მდივნი გამართავს პირველ მინისტერიალს რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობისათვის “.  განაცხადა სენატორმა სემ ბრაუნბეკმა, რომელიც არის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ელჩი.
“ჩვენ ველით, რომ ეს შეხვედრა გახსნის ახალ ჰორიზონტს. ეს არ იქნება მხოლოდ სადიკუსიო ჯგუფი. კონკრეტული ქმედებების შესახებ საუბარი. ჩვენ ვაპირებთ, ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ შეიძლება წინააღუდგეთ დევნას და უზრუნველვყოთ  საყოველთაო პატივისცემა რწმენის თავისუფლებისადმი “, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
ამ ღონისძიების მთავარი მიზანია – დაარწმუნოს ყველა ქვეყანა, რომ ისინი, რწმენის თავისუფლების შეზღუდვით  საკუთარ თავს აყენებენ ზიანს,.
“თქვენს ქვეყანაში იქნება ნაკლები ტერორიზმი, თუ ის პატივს სცემს რელიგიურ თავისუფლებას, რადგან მაშინ ადამიანი შეძლებს გამოხატოს თავისი რწმენა, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს ტერორიზმს. ეს ეკონომისტების მონაცემებითაც დასტურდება  “, – განმარტა ბრაუნბეკმა.
29 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა ანგარი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელიც მიმოიხილავს პრობლემებს,  ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ირანი, ავღანეთი და ჩრდილოეთ კორეა. ბრაუნბეკის თქმით, მნიშვნელოვანია, “დაგმობა” და ამ ქვეყნების გაკიცხვა. იგი აღიარებს, რომ ამას უნდა მოჰყვეს  რამდენიმე სასჯელი, როგორიცაა ეკონომიკური ან ჰუმანიტარული სანქციები.
იმისათვის, რომ ეჩვენებინა ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მას უწოდა “ადამიანის საერთაშორისო უფლება” და განაცხადა, რომ მან სპეციალურად გადაწყვიტა გამოიყენოს მომავალი ივლისის შეხვედრა,  როგორც პირველი შესაძლებლობა მოიწვიოს სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

Leave a Reply