995 571536600 contact@protestant.ge

აშშ-ში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს მზის სრულ დაბნელებას

შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, დასავლეთის სანაპიროდან აღმოსავლეთის სანაპირომდე, მრავალ შტატში იყო შესაძლებელი მზის სრული დაბნელების ხილვა – პირველად თითქმის ასწლიან პერიოდში. მილიონობით ადამიანი იყო შეკრებილი იმ ადგილებში, სადაც ეს, ბევრის აზრით, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა ჩანდა. ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ორეგონის შტატი პირველი იყო, სადაც მზის სრული დაბნელება იხილეს, ხოლო ბოლო იყო სამხრეთი კეროლაინა. ქვეყანაში მილიონობით სპეციალური სათვალეა გაყიდული, მრავალ სკოლაში სწავლა შეწყდა, იმართება ზეიმები და მუსიკალური ფესტივალები.

Leave a Reply