995 571536600 contact@protestant.ge

ბილი გრემის შვილიშვილმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გააგრძელოს თავისი ბაბუის მსახურება

ცნობილი მახარებელის ბილი გრემის სიკვდილის შემდეგ, მისმა შვილიშვილმა უილი გრემმა გადაწყვიტა გააგრძელოს პაპის გზა და მისი მსახურება.
უილი გრემი გახლავთ  უფროსი ვაჟი ფრანკლინ გრემისა, რომელიც ასევე არის „ბილი გრემის სამახარებლო ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი.
უილი გრეჰემმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, სახარების ქადაგება არ შეიძლება იყოს იგივე, რაც იმ დროს, როცა მისი ბაბუა მოღვაწეობდა, სახარების ქადაგება ყოველთვის აქტუალურია.
“სამყაროს შესაცვლელად საუკეთესო საშუალებაა უბრალოდ, ღვთის სიტყვის გახსნა და ხალხისთვის ქადაგება. „როცა გადიხარ და ქადაგებ ღვთის სიტყვას, ღვთის სიტყვა აკეთებს ყველაფერ დანარჩენს”,  განაცხადა მან და დასძინა, რომ ხალხი” ჯერ კიდევ ეძებს იგივეს ცხოვრებაში, რასაც ადრე”,  – განაცხადა მსახურმა. “სახარება სცილდება კულტურას, სცილდება ენას, სცილდება პოლიტიკას”.
უმცროსმა გრემმა, რომელმაც ჩაატარა საევანგელიზაციო მსახურებები მთელს მსოფლიოში, ექვსივე კონტინენტზე, განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ცდილობს იყოს შემდეგი ბილი გრემი, „ის ეცდება მიბაძოს  მის გადაუდებლობის გრძნობას და მის გამბედაობას”, რომელთაც მისი ბაბუა გადმოსცემდა თავის ქადაგებებში.
“ის არაფერს იშურებდა,” თქვა გრეამმა. – მე ყოველთვის ვიყავი გამბედავი, მაგრამ ჩემმა ბაბუამ  გამბედაობა აიყვანა სუ ლ   სხვა ახალ დონეზე. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ ისე, თითქოს ქრისტე დაბრუნდება, ნებისმიერ დღეს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წუთი. შენ მზად ხართ? ”
როცა მას კითხეს ბილი გრემის ასოციაციის მომავალზე,  მისი ბაბუის სიკვდილს შემდეგ, მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს სახარების ქადაგებას  კრუსეიდების (საევანგელიზაციო კამპანიები) მეშვეობით, ასევე ინტერნეტ ევანგელიზმით  და სწრაფი რეაგირების ჯგუფების მეშვეობით.
“ჩვენ ახლა აისბერგის დასაწყისში ვართ, როცა რაღაც დიდი რამ ხდება”, – აღნიშნა მან. – „მე არ ვიცი, რა გველოდება მომავალში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ მოვლენების ცენტრში მოვუყვეთ ხალხს იესო ქრისტეს შესახებ.”
უილი ითამაშებს მისი ცნობილი ბაბუის როლს  მომავალი ფილმში «Unbroken (დაუზიანებელი):  Path to Redemption» დოკუმენტური ფილმი რომელიც ეძღვნება ლუი ზემპერინის ცხოვრებას, რომელიც იყო აშშ საჰაერო ძალების ლეიტენანტი და იყო სამხედრო ტყვე მეორე მსოფლიო ომის დროს.
“როგორც მამაჩემი  და ბაბუაჩემი, მეც მოხარული ვარ, რომ მე შემიძლია ვუპასუხო ღვთის მოწოდებას მახარებლობაზე, – განაცხადა გრემმა ამ წლის დასაწყისში, CBN გამოცემის თანახმად. – თუმცა, ვიცოდი რა, თუ როგორ გამოიყენა ღმერთმა ბილი გრემი  ლუი ზემპერინის ცხოვრებაში,  მე არშემეძლო არ გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა, განმესახიერებინა იგი ამ შთამაგონებელ ისტორიაში ”
იაპონელებისგან  წამების გადატანის შემდეგ,  ლუი ზემპერინი ებრძოდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას და ალკოჰოლიზმს. 1949 წელს, ლუი ზემპერინი შეხვდა ახალგაზრდა ბილი გრემს დროს ლოსანჯელესში (კალიფორნია) კრუსეიდის დროს, რამაც სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება.
“ბილი გრემის გზავნილმა შემძრა მე, აღნიშნავდა ლუი ზემპერინი the Charlotte Observer-ისათვის მიცემულ ინტერვიუში 2011 წელს. ” ნაცვლად იმისა, რომ წავსულიყავი, მე დავბრუნდი ლოცვის ოთახში  და მთელი  ჩემი ცხოვრება შეიცვალა … ეს იყო პირველი ღამე სამი წლის განმავლობაში, როდესაც არ დამსიზმრებია კოშმარები. რომელიც მას შემდეგ აღარ მესიზმრება”.
ბილი გრემი, აშშ პრეზიდენტების სულიერი  მრჩეველი,  გზამკვლევი სინათლე ამერიკელი მახარებლების თაობისათვის და  საერთაშორისო მასშტაბის მქადაგებელი, წავიდა უფალთან 21 თებერვალს  99 წლისასაკში. დაკრძალვის ცერემონია გაიმართა პარასკევს, 2 მარტს, ჩრდილო კაროლინაში, შარლოტაში. მონაწილეთა რაოდენობა დაკრძალვაზე შემოიფარგლებოდა ორი ათასი ადამიანით, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ღვთისმსახურები და პოლიტიკოსები როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Leave a Reply