995 571536600 contact@protestant.ge

ბილი ვუნიპოლა: “რატომ არ მოვიდრიკე მუხლი? ისინი ეკლესიებს და ბიბლიას წვავენ”

14 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის მატჩში ინგლისმა “თვიქნემზე” საქართველოს ნაკრები 40:0 დაამარცხა.
შეხვედრის დაწყებამდე, ინგლისის ნაკრების მორაგბეებმა რასიზმის საწინააღმდეგო ცნობილი აქციის Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად მუხლი მოიდრიკეს, თუმცა ამ კამპანიას არ შეუერთდა “წითელი ვარდების” სამი მორაგბე: ბილი ვუნიპოლა, ბენ ერლი და ჰენრი სლეიდი, რომლებიც ამის გამო მატჩის შემდგომ გულშემატკივრების გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა.
მოგვიანებით, საკუთარი ქმედების შესახებ ბილი ვუნიპოლამ ისაუბრა და გადაწყვეტილება ასე ახსნა: “გასულ კვირასაც მსგავსი ვითარება იყო, როდესაც ჩვენ გვკითხეს, გვინდოდა თუ არა მუხლის მოდრეკვა.
ის, რაც ამ მოძრაობას ახლავს თან, არ შეესაბამება იმას, რისიც მე მწამს. ისინი ეკლესიებს და ბიბლიებს წვავენ, მე ამას ვერ დავუჭერ მხარს. მიუხედავად იმისა, რომ მე ფერადკანიანი ვარ, პირველ რიგში ვარ ადამიანი, რომელსაც ქრისტესი სწამს”, – განუცხადა ტონგური ფესვების მქონე მესამეხაზელმა The Good, The Bad & The Rugby-ის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ინგლისის რაგბის კავშირმა, რომელმაც იმ მორაგბეებს, ვინც მუხლის მოდრეკვაზე უარი განაცხადეს, მხარი დაუჭირა. ინგლისის რაგბის კავშირის თქმით, თითოეულ მორაგბეს საკუთარი ცნობიერება და არჩევანი გააჩნია, რასაც ორგანიზაცია პატივს სცემს.

წყარო – goal.ge

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ