995 571536600 contact@protestant.ge

გაეროში განაცხადეს კორონავირუსის გამო შესაძლო “ბიბლიური მასშტაბის” შიმშილობის შესახებ

  კაცობრიობა შეიძლება შეეჯახოს „ბიბლიური მასშტაბის შიმშილობას“ კოროვირუსული პანდემიის გამო, თუ  არ იქნება უზრუნველყოფილი სასურსათო უსაფრთხოება. ამის შესახებ განაცხადა გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ.

WFP- ის თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის შესაძლოა მსოფლიოში 265 მილიონი ადამიანი შეეჯახოს  საკვების მწვავე უკმარისობას. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს – კოროვირუსის გამო შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა 130 მილიონი ადამიანი.  ამის შესახებ იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი  invictory.com,   RBC– ზე დაყრდნობით.

პროგრამის წამყვანი ეკონომისტის, არიფ ჰუსეინის თქმით, თვით იზოლაციის რეჟიმმა და ეკონომიკურმა რეცესიამ უკვე დაარტყა მოშიმშილე ქვეყნების მაცხოვრებლებს.

ეს პირველ რიგში, აფრიკის ქვეყნებს ეხება, სადაც მოშიმშილეთა ნახევარი ცხოვრობს. შიმშილის პირისპირ კიდევ 43 მილიონი ადამიანი ცხოვრობს შუა აღმოსავლეთში და აზიაში. 18,5 მილიონი – კარიბის ზღვისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

სასურსათო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ქსელის  (რომელშიც შედის WFP) ანგარიშის ავტორები ასევე შეშფოთებულნი არიან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო.

ბიზლი კორონავირუსის პანდემიას უწოდებს “ყველაზე უარეს ჰუმანიტარულ კრიზის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”. მისი თქმით, WFP- ს დახმარების გარეშე, მსოფლიოში ყოველდღე  შიმშილით დაიღუპება  300 000 ადამიანი, და ასე შემდეგი სამი თვის განმავლობაში. ბიზლიმ დასძინა, რომ ეს რიცხვები არ ითვალისწინებს COVID-19 პანდემიის მოქმედების შედეგებს.

პროგრამის ერთ-ერთი სცენარის თანახმად, შიმშილი გავრცელდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ათეულში, დაახლოებით მილიონამდე ადამიანი უკვე შიმშილით სიკვდილის ზღვარზე იმყოფება.

აპრილის დასაწყისში გაეროს ცნობით, კოროვირუსის გამო არაბულ რეგიონში 8.3 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იქნება,  ხოლო მათ, ვინც საკვების არაკმარის რაოდენობას იღებს, გაიზრდება 2 მილიონით.

ამასთან, უკვე ეხლა , 101 მილიონზე მეტი ადამიანი არაბულ ქვეყნებში სიღარიბის ზღვარზეა და 52 მილიონს არ ყოფნის საკვები.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ