995 571536600 contact@protestant.ge

გილოცავთ ახალ 2022 წელს

ახალი წლის დღესასწაული, ეს არის ყველაზე გავრცელებული საერო დღესასწაული, რომელიც ფაქტიურად მთელს მსოფლიოში აღინიშნება და აღნიშნავს ერთი კალენდარული წლის დასასრულს და ახალი კალენდარული წლის დაწყებას.
ჩვენ გვწამს: ყველაფრის შემოქმედი, დროის, სეზონის, დღის და ღამის ღმერთია. ის არის ყველა დღის უფალი.
ახალი წელი, ეს არის დრო, როცა უფალს უნდა შევწიროთ მადლობა ყველაფრისთვის, რაც წინა წელს მისი მადლით იყო ჩვენს ცხოვრებაში, ასევე გავაანალიზოთ ჩვენი მოქმედებები, დავინახოთ შეცდომები, რაც გასულ წელს იყო ჩვენს ცხოვრებაში და უფლის მოსმენით და მისის ნების თანახმად დავსახოთ სამომავლო გეგმები.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გილოცავთ ახალ 2022 წელს. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ უფლის საქმეში, დაე უფალმა მოგცეთ ძალა, რომ მოუსმინოთ და მიჰყვეთ მას.

უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო!

Protestant.ge