995 571536600 contact@protestant.ge

გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს კარს ესროლეს

17,05,2018, გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს კარს ესროლეს. შემთხვევა ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ტყვია სამლოცველოს კარს მოხვდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველებს სამლოცველოს კართან წარწერა დახვდათ “იწამე ღმერთი ჩვენი”.
„იეჰოვას მოწმეების” ღვთისმსახური ზაზა როსტამაშვილი აღნიშნულ ფაქტს გამოხატვის შეზღუდვად არ აფასებს.
„ ალბათ ღამით ესროლეს. მე ამას რელიგიური ნიშნით გამოხატვის შეზღუდვად ვერ შევაფასებ. ჩვენ არ გვყავს მტრები და ყველა მეზობელი გვიყვარს. არ ვიცი რატომ ესროლეს, ამას გამოძიება იტყვის. მე ამ ფაქტს ვაფასებ როგორც სხვისი ქონების ხელყოფას“,-განაცხადა მან.
ფაქტზე  გამოძიება 2 მუხლით დაიწყო,  სსკ-ს 156/1 (რელიგიური საქმიანობის ხელის შეშლა) და 187/1 (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

Leave a Reply