995 571536600 contact@protestant.ge

დიდი ხუთშაბათი – ზიარება

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიის ყველა ადგილობრივ ეკლესიაში, ისევე როგორც თითქმის ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში, ვნების კვირაში, დიდ ხუთშაბათს ტარდება ზიარების მსახურება. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დანაბარების შესაბამისად.
ეს არის საიდუმლო, რომელიც თვით უფალმა იესო ქრისტემ დააწესა და რომელიც გამოსახავს ჩვენს მასთან, როგორც სიცოცხლის პურთან მოზიარეობას, ასევე მის სხეულთან-მსოფლიო ეკლესიასთან მოზიარეობას.
მსახურება საჯაროა და მასში მონაწილეობს ეკლესიის წევრები და მრევლი, დასწრება თავისუფალია. მსახურება გაიმართება 13 აპრილს, ხუთშაბათს საღამოს: რუსთავის ეკლესიაში 19 საათზე, გორის ეკლესიაში 17 საათზე.

 “დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო. იესომ პეტრე და იოანე გაგზავნა და უთხრა: “წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ”. ჰკითხეს: “სად გინდა, რომ მოვამზადოთ?” უთხრა: “აჰა, ქალაქში რომ შეხვალთ, კაცი შემოგხვდებათ, რომელსაც წყალი მიაქვს დოქით და იმ სახლამდე მიჰყევით, რომელშიც შევა; უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარი გეკითხება-თქო: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი? და გიჩვენებთ ის დიდ მოფარდაგებულ ზედათვალს; იქ მოამზადეთ”. წავიდნენ და იპოვეს, როგორც უთხრა მათ. და მოამზადეს პასექი. ჟამმა რომ მოაღწია, დაჯდა იგი და მოციქულებიც დასხდნენ მასთან ერთად. უთხრა მათ: “დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”.” ლუკ. 22:7-16;

Leave a Reply