995 571536600 contact@protestant.ge

დონალდ ტრამპი მიიღებს კანონს, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ქონდეს უფრო ძლიერი ხმა მთავრობაში.

დონალდ ტრამპი გამოდის ახალი ინიციატივით, რომ მიეცეთ  რელიგიურ დაჯგუფებებს მთავრობაში უფრო ძლიერი ხმა.
მოსალოდნელია, რომ 3 მაისს, ეროვნული ლოცვის დღეს, აშშ პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებულებას ახალ ინიციატივის შესახებ, რომელიც, ასევე იმოუშავებს, რომ შეზღუდოს მთავრობის ჩარევა რელიგიურ თავისუფლების სფეროში, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com, Christian Today-ზე მითითებით .
“ინიციატივა რწმენა  და შესაძლებლობები”, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების  ძლიერი დამცველების ყოფნას, (რომელნიც ქმნიან ჩვენი საზოგადოების საფუძველს), თეთრ  სახლსა და მთელ ფედერალურ მთავრობაში, “- ნათქვამია თეთრი სახლის დოკუმენტში. დოკუმენტს ხელი მოეწერება ცერემონიაზე, ვარდების ბაღში, რასაც მყისვე  დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებმა ევანგელური მიმდინარეობიდან, მათ შორის, ფრანკლინ გრემმა, აწ გარდაცვლილი ცნობილი მახარებლის ბილი გრემის  შვილმა.
ინიციატივა გულისხმობს, რომ რელიგიურ დაჯგუფებებს შეუძლიათ გაახმოვანონ რეკომენდაციები “სიღარიბის პრობლემის უფრო ეფექტური გადაწყვეტისათვის,” განაცხადეს თეთრ სახლში, ასევე გამოვიდნენ ისინი, როგორც მონიტორინგის ჯგუფი, რათა გამოვლინდეს  “აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი უუნარობა, მოახდინოს რელიგიის თავისუფლების დაცვა, კანონის შესაბამისად.
ინიციატივის წინაპირობა იყო ბარაკ ობამას მიე დაარსებული რელიგიური და ძმური პარტნიორობის ოფისი და ჯორჯ ბუშის მიერ დაარსებული რელიგიური და საჯარო ინიციატივების ოფისი.
თუმცა,  საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ჯონი მურმა, რომელიც ასევე გახლავთ, არაფორმალური ორგანოს,  „ტრამპის ევანგელური მრჩევლები“ არაოფიციალური წარმომადგენელი, განაცხადა, რომ ტრამპის ინიციატივა იქნება უფრო ფართო და უფრო შესამჩნევი.

” ფედერალური მთავრობის, თითოეულ დეპარტამენტს დაევალება იმუშაოს პარტნიორობებზე, რომლებიც ეფუძნება რწმენას და არა მხოლოდ რელიგიურ უწყებებს, მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს პროგრამის ჩარჩოები, რომელიც ისტორიულად ასრულებდა ძალიან ეფექტურ სამუშაოს და ეხლა კი შეძლებს შეასრულოს უფრო მეტი სამუშაო,” – განაცხადა მან.
მაგრამ ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა რწმენის საკითხებში, მიხეილ ვაირმა, გააკრიტიკა ტრამპის მხარდამჭერ ევანგელურ ლიდერთა მხარდაჭერა.

Leave a Reply