995 571536600 contact@protestant.ge

ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღკვეთა ტერორისტული თავდასხმა ქრისტიანებზე

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან აღკვეთა  პოტენციური ლეტალური შეტევა კოპტურ  ქრისტიანულ თემზე. ამის შესახებ ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი და შვიდი ბოევიკი მოკლეს სამშაბათს ღამით, შეტაკების დროს. მთავრობამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ოპერაცია ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია ქრისტიანული უმცირესობის წინააღმდეგ აღდგომას შესაძლო თავდასხმის შესახებ.
   სამინისტროში განაცხადეს, რომ ”არსებობს ტერორისტული დაჯგუფება, რომლის წევრებიც იზიარებენ  თაკფირის იდეოლოგიას, იყენებენ რამდენიმე ტერიტორიას, როგორც თავშესაფარი აღმოსავლეთ და სამხრეთ კაიროში, როგორც საწყისი წერტილი ტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად” ”კოპტური ქრისტიანების წინააღმდეგ ვნების კვირის განმავლობაში და  ღდგომის კვირა.
  საერთაშორისო ქრისტიანულ კონცერნ (ICC)-ს  თანახმად, ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა “საბრძოლო მასალა, იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები”.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ