995 571536600 contact@protestant.ge

ეთიოპიაში 2020 წლის ზაფხულში მუსლიმმა ბოევიკებმა 500 ქრისტიანი მოკლეს

  ამ ზაფხულს მუსლიმმა ბოევიკებმა ეთიოპიაში მოკლეს მინიმუმ 500 ქრისტიანი, მათ შორის ორსული ქალები და ბავშვები.
ასობით ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა ორომოს შტატში Qeerroo- ს ახალგაზრდული მოძრაობის მიერ მრავალჯერადი თავდასხმების შედეგად. ქრისტიანთა კოორდინირებული მკვლელობები დაიწყო მუსლიმი მომღერალი  ხაჩალა ჰუნდესის მკვლელობის შემდეგ, რომელიც ივნისის ბოლოს ჩაცხრილეს, იტყობინება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com barnabasfund.org– ზე  დაყრდნობით  .
“Qeerroo”-ს ექსტრემისტები  მიდიოდნენ მორწმუნეების სახლებში  პისტოლეტებითა და მაჩეტეებით. ბოევიკებმა თავდაპირველად კლავდნენ მშობლებს და აიძულებდნენ ბავშვებს უყურონ. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ უამბო საქველმოქმედო ორგანიზაცია ბარნაბას ფონდის წარმომადგენლებს.
ფონდის რეგიონალურმა კონტაქტებმა დაადასტურა თავდასხმები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის არსი-ნეგელეში, ზივეიში, შაშემანში, გედებ-ასაში, კოფელეში, დოდოლში, ადაბაში, რობაში, გობაში, ბეილ-აგარფაში, ციროში, ჰარარში, დირე დავაში, ადამში, დერაში, ასელში და კემბოლჩა, რომელიც მოიცავს ქვეყნის შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთს.
ზოგიერთ ბოევიკს ჰქონდა შტატში მცხოვრები ქრისტიანების სია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ მათ, ხალხის პოვნაში, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ეკლესიას.
ბოევიკები ცეცხლს უკიდებდნენ, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ სახლებს და ქრისტიანთა საწარმოებს, მათ შორის დაზიანდა ქრისტიანი სპორტსმენის ჰაილე გებრესელასიეს (Haile Gebreselassie) ქონება და ქალაქებში ზივეი და შაშამახი. 
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებიც შეტევებს შეესწრნენ, ისაუბრეს ბოევიკების სისასტიკის შესახებ. ერთმა მოწმემ ქალაქ დერედან აღწერა, თუ როგორ “ცეკვავდნენ და მღეროდნენ სიმღერებს მკვლელები, როდესაც მათ თავიანთი მსხვერპლების ,ოჭრილი სხეულის ნაწილებს ეზიდებოდნენ. კიდევ ერთმა მოწმემ თქვა, რომ ხანდაზმული ქრისტიანი წყვილის დასახიჩრებული სხეულები, რომლებიც საკუთარ სახლში სიკვდილამდე იქნენ ნაცემი, ათრიეს გედებ-ასასის ქუჩებში.
ათასობით გადარჩენილმა ქრისტიანმა, მათ შორის ობლებმა, თავშესაფარი იპოვნეს ეკლესიებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
”ბევრი ადამიანი კვლავ შიშით ცხოვრობს. ყველა კონფესიის ქრისტიანმა ლიდერებმა მოინახულეს ეს ადგილები. მე ვუყურებდი ახალ ამბებს, სადაც მღვდლები და პასტორები ტიროდნენ, როდესაც მსხვერპლთა ოჯახებისგან საშინელებებს ისმენდნენ. ”- თქვა ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა.
ეთიოპიის მთავრობამ რამდენიმე კვირის განმავლობაში გათიშა ინტერნეტი რეგიონში, სოციალური ქსელის საშუალებით ძალადობისკენ მოწოდების შემცირების მიზნით. ბარნაბას ფონდის წარმომადგენლებს მოუყვნენ, რომ უსაფრთხოების ძალები არ ჩქარობენ  ჩარევას შეტევების შესაჩერებლად, რასაც რუანდის გენოციდს ადარებენ.
ადგილობრივი ქრისტიანები ყველას მოუწოდებენ დაუკავშირდნენ თავიანთ ქვეყანაში ეთიოპიის საელჩოს წარმომადგენლებს და მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ