995 571536600 contact@protestant.ge

ეთნოწმენდა და ძალადობა ბურმაში

გაეროს მონაცემებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბურმის სახელმწიფოს დასავლეთში, ძალადობის და სისხლისღვრის შედეგად როჰინგას ტომის 50 000 წარმომადგენელმა სცადა ქვეყნის დატოვება  და ბანგლადეშის საზღვრის გადალახვა. როჰინგას ტომი ეთნიკური უმცირესობაა, რომელიც ბურმის მოსახლეობის დიდი ნაწილისგან განსხვავებით მაჰმადიანური აღმსარებლობის მქონეა.
როჰინგას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ბურმის არმია იჭრება მათ სოფლებში და კლავს, ცემს და ძალადობს მათზე. ბურმის სახელმწიფოს მეთაურები კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ რომ ეს ძალადობა ტერორისტების პროვოცირებულია.
გაქცევის შედეგად დაახლოებით 27 000 ადამიანმა მოახერხა ბანგლადეშის საზღვრის გადალახვა, ხოლო დაახლოებით 20 000 დღემდე ვერ ახერხებს ამის გაკეთებას და გაჭედილია ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

Leave a Reply