995 571536600 contact@protestant.ge

“ერთა მარში” იერუსალიმში, რომელზეც დაახლოებით 5 000 ქრისტიანი შეიკრიბა მთელი მსოფლიოდან

13-დან 15 მაისის ჩათვლით იერუსალიმში ქრისტიანებმა ჩაატარეს ღონისძიებების სერია, რომელიც მიძღვნილი იყო ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების  70 წლისთავთან:   კონფერენცია, ” ხალხთა მარში” და “სიცოცხლის ფესტივალი”.
ხალხთა მარშში, რომელიც 15 მაისს ჩატარდა, მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 5 ათასამდე ქრისტიანი მონაწილეობდა. მარში ორგანიზებულ იქნა ორგანიზაცია “სიცოცხლის მარში”- (March of life)-ის მიერ. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ქნესეთიდან,  სიონის მთამდე, რათა პატივი მიეგოთ ადამიანებისათვის, რომლებმაც გადაიტანეს ჰოლოკოსტი, ასევე ღიად გამოხატეს სოლიდარობა ისრაელისადმი და განაცხადეს, “არა” ანტისემიტიზმს. იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com, JewishNews-ზე დაყრდნობით.
კონფერენციის სპიკერები იყვნენ საერთაშორისო მისია “ქრისტე  ყველა ერისათვის” (Christ for all Nations), CfaN  პრეზიდენტის რეინჰარდ ბონკეს მემკვიდრე, დანიელ კოლენდა, მისიონერული ორგანიზაცია «Iris Global»-ის თანადამფუძნებელი, რომელიც მსახურებას ეწევა მთელს მსოფლიოში, ჰაიდი ბეიკერი, მოძრაობა „სიცოცხლის მარში“-ს (March of Life) ინიციატორი  ჯობს ბიტტერი და მახარებელი და საერთაშორისო მისიონერული მსახურების „ხმა ქალაქში“ , (Voice in the City) დამფუძნებელი  სუზეტ ჰეტინგი.

Leave a Reply