995 571536600 contact@protestant.ge

ვატიკანმა შეიმუშავა ეთიკური პრინციპები ხელოვნური ინტელექტისთვის

ვატიკანმა შეიმუშავა ეთიკური პრინციპები ხელოვნური ინტელექტისთვის. მათ მხარს უჭერენ Microsoft და IBM.
ვატიკანის ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს ეთიკური პრინციპები ხელოვნური ინტელექტის მუშაობისთვის, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი  invictory.com, meduza.io-ზე დაყრდნობით.
როგორც როიტერი წერს, დოკუმენტი აცხადებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა  პატივი უნდა  სცეს პირადი ცხოვრების ხელშეხებლობას, იმუშაოს საიმედოდ, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ და ასევე ”გაითვალისწინოს ყველა ადამიანის საჭიროება”.
ეთიკის კოდექსი ოფიციალურად 28 თებერვალს იქნება წარმოდგენილი, როგორც ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო ფორუმის ნაწილი, რომელიც ორგანიზებულ იქნა  ადამიანის სიცოცხლის დაცვის პაპის აკადემიაში.
პირველი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მხარს უჭერს ეთიკის კოდს, იქნება Microsoft და IBM.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ