995 571536600 contact@protestant.ge

თვითმკვლელთა ოჯახმა ინდონეზიაში სამ ეკლესიაში განახორციელა ტერაქტები. დაიღუპა 11 ადამიანი.

ექვსი წევრისაგან შემდგარმა თვითმკვლელ ტერორისტთა ოჯახმა კვირას, 13 მაისს,  ინდონეზიაში ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, სამი ქრისტიანული ეკლესიის აფეთქება განახორციელა.
პოლიციის მონაცემთა მიხედვით, დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი, დაშავდა 41. ცნობილია, რომ ორი დაზარალებული  პოლიციელია, რომლებიც ეკლესიის შენობას იცავდნენ. იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი  invictory.com, Lenta.ru-ზე და Straits Times-ზე დაყრდნობით.
ტერორისტული ოჯახის მამამ თავი აიფეთქა ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში, მისმა მეუღლემ და ორმა ქალიშვილმა, 12 და 9 წლის, მოახდინეს თავდასხმა ინდონეზიის  ქრისტიანულ ეკლესიაზე. ვაჟიშვილებმა 18 და 12 წლის, (სხვა ინფორმაციის თანახმად 17 და 15) წლის მოახდინეს აფეთქება ქალწულ მარიამის სახელობის ეკლესიაში.
შემთხვევის ადგილის  შემოწმებისას, პოლიციამ ორ ეკლესიაში, კიდევ სამი აუფეთქებელი ბომბი იპოვა. ინციდენტების შემდეგ, სარაბაიას ყველა ქრისტიანული ტაძარი დროებით დაიხურა; ასევე ქალაქმა გააუქმა სურსათის ფესტივალი. აცხადებს პროექტი “მედუზა” BBC- ზე დაყრდნობით.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო  ორგანიზაციამ “ისლამური სახელმწიფო”. სამართალდამცავ ორგანოებში ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელი პირები იყვნენ მჭიდრო  კომტაქტში ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ჯგუფის “ჯამა ანშარუტ დაულა”-სთან, რომლის წევრებმაც გასულ წელს ქვეყანაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, აღნიშნული ოჯახის ყველა  წევრი, იმყოფებოდა  სირიაში, რომლის ტერიტორიის ნაწილს ჯერ კიდევ აკონტროლებს ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”.

Leave a Reply