995 571536600 contact@protestant.ge

ილოცეთ ხორვატიისთვის-კოვიდ-19 და მიწისძვრები

ორშაბათს დილით ხორვატიას მიწისძვრების სერია დაატყდა თავს, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 5,5 ბალის იყო რიხტერის შკალით. ხალხმა დატოვა საკუთარი სახლები, და ქუჩაში გამოვიდა, რათა შემდგომში არ დაზარალებულიყვნენ მიწისძვრებისგან. არსებობს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, განსაკუთრებით ქალაქ ზაგრების ცენტრის გარშემო. ჯერჯერობით 17 დაშავებულია, 1 არასრულწლოვანი ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია და 70-ზე მეტი შენობაა დაზიანებული. აქ მოხდა 3 დიდი მიწისძვრა და დაახლოებით 100 მცირედი.
ამავდროულად, ბოლო კვირების განმავლობაში ხორვატია იბრძვის კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. დაწესებულია მკაცრი ზომები, რომელიც ითხოვს ხალხს სახლში დარჩეს და თავიდან აიცილონ სოციალური კონტაქტი. ეს ახლა უკვე რთული ან თუნდაც შეუძლებელი ხდება, რადგან ხალხი მიწისძვრის შედეგად ქუჩებში ჯგუფდება. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირების გადაყვანა ხდება მეორად ადგილებში. დღეს ბევრი მოძრაობაა. ჩვენ არ ვიცით, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ შედეგებმა უახლოეს კვირებში.
კორონა ვირუსთან დაკავშირებული ვითარება გაამძაფრა იმან, რომ თითქმის შეუძლებელია ნებისმიერი სახის რეაგირების გაკეთება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ვერავინ შეძლებს რაიმე სახის დახმარებას წითელი ჯვრის და მთავრობის ნებართვის გარეშე.
იუწყება ევროპის ევანგელური ალიანსის ვებ გვერდი www.europeanea.org და მოუწოდებს ქრისტიანებს ლოცვისა და დახმარებისაკენ.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ