995 571536600 contact@protestant.ge

ინდოეთში პასტორი, სახლიდან გააძევეს, სცემეს და ეხლაც ზეწოლის ქვეშ იმყოფება პოლიციაში განცხადების შეტანისთვის

ინდოეთში პასტორს, რომლის საცხოვრებელი სახლი ერთი თვის წინ გაანადგურეს, იგივე ხალხი სასურსათო მაღაზიიდან სახლისკენ მიმავალს გაუსწორდნენ, რამაც აიძულა ის დაეტოვებინა თავისი სოფელი. იუწყება Worthy News-ის კორესპონდენტი ჯორდან ჰილგერი (Jordan Hilger)
  სოფლის  ბრაჰმინმა (ინდუსი სასულიერო პირი), რომელიც ცნობილია “ლაქსმანის” სახელით,  მარტის თვეში უბრძანა 29 წლის პასტორ ლალუ კირადეს, რომ უარი ეთქვა თავის ქრისტიანულ რწმენაზე,   სასიკვდილო მუქარის ქვეშ,  აიძულა იგი, მისი მეუღლე და ბავშვები საცხოვრებლად გადასულიყვნენ დროებით თავშესაფარში, ბილუდში, მისი სოფლიდან სამი მილის დაშორებით.
  ისინი თავს დამესხნენ, როგორც ველური ძაღლები”, – უთხრა პასტორ კირადემ Morning Star News– ს ბოლო ეპიზოდის შესახებ 3 აპრილს, როდესაც მას რვა ადამიანი თავს დაესხა. ”მათ მითხრეს, რომ მოვუხმო ჩემს ღმერთს, მოვიდეს და გამათავისუფლოს”.
   კირადემ განმარტა, რომ თავდამსხმელების თქმით, ეს თავდასხმა იყო სასჯელი, რადგან მან პოლიციაში  წარადგინა ანგარიში – საჩივარი თავდაპირველი თავდასხმის შესახებ მარტის თვეში,  განცხადება პოლიციაში, რაზედაც  ხელისუფლება არავითარ რეაგირებას არ ახდენდა.
  ”პოლიცია ძალიან არაოპერაციული იყო”, – თქვა მან. ”პოლიციელი მუდმივად ითხოვდა ფულად  ანაზღაურებას  ჩემგან და როდესაც მე უარი ვუთხარი, ის ჩემზე უკმაყოფილო დარჩა.
  დღეს ინდოეთი არის მე –10 ადგილზე,  აშშ – ს, მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის მეთვათვალყურეობის  ეგრეთწოდებულ  ღია კარის სიაში,  ინდოეთმა  2013 წლიდან 21-ე  ადგილი დაიკავა – ერთი წლით ადრე პრემიერ მინისტრად  ნარენდრა მოდის წარდგენამდე   და  მისი ინდუისტური ნაციონალისტური ბჰარატია ჯანატას პარტიის აირჩევამდე.

1 Response

  1. protestant.ge

    უკვე მთელ მსოფლიოში იგრძნობა ეს მზარდი დევნისა და აგრესიის ტალღა.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ