995 571536600 contact@protestant.ge

ინტერრელიგიური კალენდარი

საქართველოს რელიგიის საკითხტა სახელმწიფო სააგენტო მეხუთე წელია, ინტერ-რელიგიურ კალენდარს გამოსცემს, დაიბეჭდა კედლისა და სამაგიდო კალენდრები, რომლებშიც, ერთი კალენდრის ფორმატში თავმოყრილია სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულები. უკვე მეორედ, გამოიცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდარი, რომლის მიზანი უნარშეზღუდულ ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.
პროექტის მიზანია განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლება და ინტერ-რელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ პრაქტიკულად, ყველა საჯარო უწყებაში, რაც ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით.

Leave a Reply