კონფერენცია “რწმენის ძალა”

2022 წლის 16-18 ნოემბერს, საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო ქრისტიანულ კონფერენციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. თითოეულმა მათგანმა ცხოვრების გზაზე საყრდენად რწმენა აირჩია, რწმენა უხილავისა, რომელიც ხილულს ხდის იმას, რასაც ვიმედოვნებთ. სწორედ ქრისტეს რწმენამ მისცა მათ თავისუფლება, იმედი, ძალა, კურნება და თვით სიცოცხლე. მათგან მოვისმენთ რეალურ ამბებს, რომლებიც მოწმობენ რწმენის გარდამტეხ ძალაზე ადამიანის ცხოვრებაში.