995 571536600 contact@protestant.ge

კორონავირუსი კიევ-პეჩორის ლავრაში: ინფიცირებულია 30 მღვდელი

უკრაინაში არსებული მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის კიევ-პეჩორის ლავრა სრულ იზოლაციაშია, მას შემდეგ რაც ლავრის წინამძღვარს მიტროპოლიტ პავლეს კორონავირუსული დაავადება დაუდასტურდა, მომდევნო დღეებში 30 სასულიერო პირს დაუდგინდა ვირუსი!
კიევ-პეჩორის ლავრის ძმებმა მიიღეს ტესტების შედეგები კორონავირუსზე, რომელიც ჩატარდა 4 აპრილს.
44 სასულიერო პირიდან 30 – მა მიიღო დადებითი შედეგი, აცხადებს Vikna STB- ს ჟურნალისტი ირინა ზასლავცი.
ტესტის შედეგებზე მუშაობდნენ დიაგენის ლაბორატორიაში.
როგორც ცნობილია, ლავრის წინამძღვარმა პავლემ, კოროვირუსის გამო კიევ-პეჩორის ლავრაში, 4 აპრილს საკარანტინო ზომები გაზარდა  და შეამოწმა მონასტრის ძმები.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტი პავლე თვითიზოლაციაში წავიდა.