995 571536600 contact@protestant.ge

მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობიდან 50 წელი გავიდა

50 წლის წინ, 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მკვლელობა მოხდა, რომელმაც ამერიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. მარტინ ლუთერ კინგს მემფისში ერთ-ერთ სასტუმროში აივანზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს.
კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა. მან ყველაზე დიდი ყურადღება პირველად 1955 წელს მიიქცია, როცა მისი ლიდერობით ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერიში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი ბოიკოტი გამოცხადდა. კინგი მოგვიანებით ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა ლიდერი გახდა.
1964 წელს კინგს ნობელის პრემია მიენიჭა. სწორედ იმ წელს, როცა ხელი მოეწერა კონონს არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულების შესახებ, არამედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით.
24 მარტს ვაშინგტონში დემონსტრაციას “მარში ჩვენი სიცოცხლისთვის” მოულოდნელი მონაწილე შეუერთდა. “ბაბუაჩემი ოცნებობდა, რომ მის ოთხ პატარა შვილს ადამიანები შეაფასებდნენ არა კანის ფერის, არამედ მათი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით,” ასე გახსნა იოლანდა რენე კინგმა საკუთარი სიტყვა და დასძინა, რომ “უკვე საკმარისი ვნახეთ იმისთვის, რომ იარაღის გარეშე მსოფლიოში ვცხოვრობდეთ.”
იოლანდა მარტინ ლუთერ კინგის შვილიშვილია, რომელიც ამერიკის ისტორიაში სოციალური თანასწორობისთვის მებრძოლი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ფიგურაა.

Leave a Reply