995 571536600 contact@protestant.ge

მედიცინა და რწმენა: ქრისტიანები შეერთებულ შტატებში მხარს უჭერენ ექიმებს თაყვანის სცემით და ლოცვით.

მორწმუნეები ჯორჯიის შტატიდან შიკრიბნენ ადგილობრივი საავადმყოფოს კედლებთან, რათა გაემხნევებინათ  საავადმყოფოს თანამშრომლები ქება დიდდებით და ერთობლივი ლოცვით.
   სოც ქსელში გავრცელდა ათეულობით ჯორჯიელი ქრისტიანის ვიდეო, რომლებიც ერთობლივი ლოცვისთვის შეიკრიბნენ ადგილობრივი სამედიცინო ცენტრების ავტოსადგომზე, იუწყება ქრისტუანული მეგაპორტალი  invictory.com , christianpost.us-ზე დაყრდნობით.
  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანები ლოცულობდნენ და ადიდებდნენ უფალს თავიანთ ავტომობილებში მსხდომები, ხოლო ექიმები და სამედიცინო პერსონალი გამოჩნდნენ საავადმყოფოს სახურავზე და მადლობას უხდიდნენ მორწმუნეებს ლოცვისა და მხარდაჭერისთვის.
  ასევე, როგორც  christianpost.us  იუწყება, ჩრდილოეთ კაროლინას საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი სადილობის შესვენების დროს ლოცვისთვის შეიკრიბნენ.
  ასევე ტელეარხ WXII 12-ის თანახმად, ქალაქ რონსვილის Cone Health Annie Penn Hospital- ის სამედიცინო პერსონალი სრული შემადგენლობით გამოვიდა სამედიცინო დაწესებულების ავტოსადგომზე, ადგილობრივ პასტორებთან ერთად ერთობლივი ლოცვის ჩასატარებლად.
   კოროვირუსის ეპიდემიის დროს, ჯანდაცვის მუშაკებისადმი  სულიერი მხარდაჭერის იდეით  გამოვიდა საავადმყოფოს კაპელანი. იტყობინება არხი.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ