995 571536600 contact@protestant.ge

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნიგერიაში 600-ზე მეტი ქრისტიანი მოკლეს

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნიგერიაში მოკლეს 620 ქრისტიანი – ასეთია  საერთაშორისო საზოგადოება სამოქალაქო თავისუფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს (Intersociety)-ის ანგარიშის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა 15 მაისს. მოხსენებას ახლავს ქრისტიანულ ეკლესიებზე განხორციელებული ძალადობისა, ნგრევის და გადაწვის აქტების რუქა.
  არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ნიგერიაში 2008 წელს, ირწმუნება, რომ ”ნიგერიის ძირითადმა ჯიჰადისტებმა-ბოევიკებმა, ფულანის მესაქონლეების და ბოკო ჰარამის რიგებიდან – გაამძაფრეს ძალადობა ქრისტიანების მიმართ ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში”, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com, blagovest-info– ზე დაყრდნობით.
    მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი მხეცობები არ არის გამოძიებული. ”უსაფრთხოების ძალები და პოლიტიკოსები ცდილობენ სხვანაირად მოაგვარონ ჯიჰადისტებთან შეტაკების საკითხი.
   ექსპერტების აზრით, მართალია ქრისტიანები დღეს ნიგერიის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ, 2009 წლიდან ისინი ისლამისტების მხრიდან თავდასხმების მუდმივი სამიზნე ხდებიან.
  ბოლო დროს მრავალი ქრისტიანი იქნა გატაცებული გამოსასყიდის მოთხივნის მიზნით. ასე რომ, ამ წლის იანვარში გაიტაცეს ოთხი კათოლიკე სემინარისტი. ერთი მათგანი, მაიკლ ნნადი კი მოკლეს. ხელისუფლების მიერ დაკავებული გამტაცებლების ლიდერმა თქვა, რომ 18 წლის კათოლიკე მოკლეს, რადგან, ტყვეობაში მყოფი ის ქადაგებდა ქრისტეს. ის სახეში უყურებდა თავის მკვლელს და ამბობდა, რომ თუ არ მოინანიებს თავის სისასტიკეს, ის დაიღუპება.
  მარტში მესას მიმდინარეობის დროს, რომელსაც ნიგერიის საეპისკოპოსო კონფერენციის სხვა წევრებთან ერთად ატარებდა, აბუჯას მთავარეპისკოპოსი  იგნატიუს კაიგამა,  მან მოუწოდა პრეზიდენტს მუჰამედ ბუჰარის დამდგარიყო ძალადობისა და გატაცებების წინაარმდეგ ბრძოლის მხარეზე. ”ჩვენ გვჭირდება წვდომა ჩვენს ლიდერებზე – პრეზიდენტზე, ვიცე-პრეზიდენტზე; ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა აღმოვფხვრათ სიღარიბე, მკვლელობები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ერის წინაშე მდგარი სხვა პრობლემები. ”- თქვა დედაქალაქის მთავარეპისკოპოსმა.
  თავის გამოსვლაში დიდი ოთხშაბათის დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი კათოლიკე  პრელატი – მთავარეპისკოპოსი ავგუსტინ ობიორა აკუბეზე – მორწმუნეებს მოუწოდებდა, რომ ჩაიცვან შავი ფერის ტანსაცმელი მსხვერპლთან სოლიდარობის გამო და უპასუხონ ძალადობას ლოცვით. იერარქმა მტკივნეულად აღნიშნა, რომ ქვეყანაში უამრავი ქრისტიანული სოფელი თავდასხმის ობიექტად იქცევა, ფერმებს ცეცხლს უკიდენ, კაცები და ქალები მკვლელობებისა და გატაცებების მსხვერპლი ხდებიან, ამსტანავე  ქალები სექსუალურ მონობაში ვარდებიან.
   თებერვლის ბოლოს, აშშ-ს რელიგიური თავისუფლების ელჩმა სემ ბრაუნბეკმა, CNA– სთან ინტერვიუში თქვა, რომ სიტუაცია ნიგერიაში მძიმდება. ”ნიგერიაში უამრავ ადამიანს კლავენ და ჩვენ ვშიშობთ, რომ ეს მდგომარეობა გაუარესდება,” – თქვა დიპლომატმა. – ეს გამოჩნდა ჩემი “რადარების” ეკრანებზე რამდენიმე წლის წინ, განსაკუთრებით აშკარად შარშან. ვფიქრობ, უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს ბუჰარის მთავრობაზე. მათ შეუძლიათ კიდევ ბევრი რამ გააკეთონ. ისინი არ ასამართლებენ მათ, ვინც კლავს რელიგიური უთვნილების გამო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ,ისინი ვერ აცნობიერებენ მოქმედების საჭიროებას. ”
  Intersocience- ის ბოლო მოხსენების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა მარტის ბოლოს, იანვრის თვეში, ნიგერიაში სულ მცირე 350 ქრისტიანი მოკლეს.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ