Missionary Work


საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას აქვს მისიონერული ხედვა, ჩვენ გვჯერა უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის და გვსურს გავიგოთ და შევასრულოთ მისი სურვილი: მარკ 16:15-16;"უთხრა მათ: "წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება."
საქ 1:8; არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
გვინდა ვიყოთ უფალი იესოს დიადი დავალების შემსრულებლები და წავიღოთ უფლის სიტყვა სამყაროს კიდემდე, ვიყოთ მისი მოწმენი ყველა ერში და ხალხში. ამ მისიის შესასრულებლად ჩვენ ვაფუძნებთ ადგილობრივ მისიებს, ეკლესიებს საქართველოს ქალაქებში და ვემზადებით მსოფლიო მისიონერულ საქმიანობაში ჩართვისათვის.
ქ. გორში ქ. რუსთავსა და ხაშურის რაიონში ვაშენებთ მისიონერულ ცენტრებს მომავლისათვის, ასევე ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია იქნება პლატფორმა ბევრი მისიონერისათვის სხვადასხვა ქვეყნებში წასასვლელად, რათა ყველას მისწვდდეს ჩვენი უფლის იესოს სიტყვები. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მალე ღმერთი გაგვიხსნის გზას საერთაშორისო მისიაში.

ჩვენი მზერა

  ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს მთელს მსოფლიოში, ეთნო და რელიგიური კონფლიქტები სირიასა და ერაყში. მზარდი ეკონომიკური თუ კრიმინოგენური პრობლემები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ტერორიზმის და ექსტრემიზმის საფრთხე. ეპიდემიები და ბუნებრივი კატაკლიზმები გვაჩვენებს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება ბოლო დროის შესახებ სრულდება. “რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.” მათ. 24:7;
  მსოფლიოს ერთადერთი იმედი ქრისტეშია!
ჩვენ არ ვიბრძვით იარაღით, ჩვენი ბრძოლა სულიერია! “ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი; მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.” 

მომზადება მისიისთვის

 “უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: “გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.” საქ. 13:2-3;
  “ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები. და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.” ეფეს. 6:13-17;
  ვემზადებით და ვამზადებთ! ვცდილობთ ვიპოვოთ მოწოდებულები და ერთგულები, რომ დავეხმაროთ და აღვჭურვოთ ისინი მისიისის!