995 571536600 contact@protestant.ge

მოკლულია ბარსელონის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი

ესპანეთის პოლიცია ადასტურებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს იუნეს აბუიაყუბი – გასულ კვირაში ბარსელონაში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი. 17 აგვისტოს ბარსელონის ცენტრში მიკროავტობუსი გამვლელებს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ადამიანი. დღეს პოლიციელებმა ბარსელონის დასავლეთით მდებარე სუბირატსთან მოკლეს აბუიაყუბი მას შემდეგ, რაც მოქალაქისაგან მიიღეს შეტყობინება საეჭვო პირზე. აბუიაყუბს, როგორც ჩანს, ქამარი ეკეთა. 17 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობდა ეჭვმიტანილის დასაკავებლად. ვარაუდობენ, რომ აბუიაყუბმა თავდასხმის დღეს ბარსელონიდან გაქცევა შეძლო მოპარული მანქანით, რომლითაც პოლიციის ბლოკ-პოსტი გაიარა და რომელიც მოგვიანებით მიატოვა. ავტომანქანის მძღოლი დღეს ცივი იარაღით მოკლული იპოვეს. ის არის ბარსელონაში და მის მახლობლად მდებარე ქალაქ კამბრლისში 17 აგვისტოს მოწყობილი თავდასხმების რიგით მე-15 მსხვერპლი.

Leave a Reply