995 571536600 contact@protestant.ge

მოსკოვში, კონფერენციაზე “რწმენა”, რიკ რენერი აკურთხეს ეპისკოპოსად

მოსკოვის ეკლესია „კეთილი უწყება“-ს  პასტორი რიკ რენერი,  აკურთხეს ეპისკოპოსად, ხოლო მისი ვაჟი პავლე რენერი უფროს პასტორად.
ხელდასხმა გაიმართა 16 ოქტომბერს, რწმენის კონფერენციის მეექვსე დღეს, რომელიც 11-18 ოქტომბერს შერეული ფორმატით ჩატარდა ეკლესიაში, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი  invictory.com .
 როგორც, bog.news-ი წერს, ცერემონია გაიმართა მახარებელ კენეტ კოუპლენდის (Kenneth Copeland) ონლაინ მიმართვის და რუსეთის  სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესიების გაერთიანების მმართველ ეპისკოპოს  სერგეი რიახოვსკის მიმართვის შემდეგ.
რუსეთის  სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესიების გაერთიანების ეპისკოპოსები  მეუღლეებთან ერთად ლოცულობდნენ ღვთის ძალის და ცხებულების გადასაცემად.  როგორც სერგეი რიახოვსკიმ აღნიშნა, “რიკ რენერი ამ უმაღლეს საეკლესიო ხარისხამდე მივიდა 37 წლიანი მსახურების შედეგად.”
”ეკლესიას აქვს მსახურების გარკვეული იერარქია – დიაკვანი, პრესვიტერი, პასტორი, უფროსი პასტორი, ეპისკოპოსი. ჩვენ ხელსდასხმით ვაკურთხებთ ამ მსახურებებზე და ყველაფერი დანარჩენი აბსოლუტურად ღვთის სუვერენული ნებაა. ადამიანებს ამასთან არა აქვთ  არავითარი კავშირი, ისინი უბრალოდ აღიარებენ და ეთანხმებიან ”, – განაცხადა სერგეი რიახოვსკიმ.
„პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ იქადაგე სიტყვა“. იმ დროს, როდესაც ბევრი ადამიანი ირჩევს, რაც კომფორტული და პოპულარულია სიმართლის ნაცვლად, რიკ, შენ გაქვს იმდენი რამ, რაც მსოფლიოს სჭირდება”, – თქვა ეპისკოპოსმა მატს-ოლა იშოელმა,” ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა”-ს  პასტორმა
”მე მჯერა, რომ დღეს, შენ ღმერთო,  აფართოებ მის კარავს, მის საზღვრებს და მის გულს. ეს არის ახალი დღე მის ცხოვრებაში. ჩვენ აქ ვართ, რომ ჩვენი საერთო რწმენით გავაერთიანოთ ეს,”- თქვა ეპისკოპოსმა ანდრეი დირიენკომ, ”ღვთის ეკლესია” ქ. იაროსლავი-ს პასტორმა.
რიკმა და დენის რენერებმა უკვე ახალი სტატუსით მონაწილეობა მიიღეს პაველ რენერის ხელდასხმის ცერემონიალში “კეთილი უწყება”-ს მოსკოვის ეკლესიის  უფროსი პასტორის ხარისხში.
”მე ვიცი, რომ შენ ამზადებდი პავლეს ბავშვობიდან და უამრავი რამ, რასაც შეიძლება განიცდიდა, როგორც რენერების ოჯახის წევრი, შესაძლებელია, ვერც კი აცნობიერებდა, მაგრამ შენ იგი ბევრისთვის მოამზადე. მე ვიცი, რომ ის კვალიფიციურია. მე ვიცი, რომ ის ცხებულია.”- თქვა ანდრეი დირიენკომ ლოცვაში.
”ეს არის მოწოდება, რომელიც ღვთისაგან მოდის. აქ არა მხოლოდ მიწიერი მამის მიერ აღჭურვაა, მისი გამოცდილება და უნარი, არამედ არის ცხებულება, რომელიც ზემოდან მოდის ”,  თქვა ეპისკოპოსმა ვასილი ვიტიუკმა, , ეკლესია ”სიცოცხლის სიტყვა” ქ. ნიჟნევარტოვსკის პასტორმა.
”პავლე, როდესაც შენ დაიბადე, მე ვიცოდი შენი მოწოდება, ამიტომაცაა შენი სახელი პავლე. ცხებულება ეკლესიის დასაარსებლად. ჩემთვის პრივილეგია იყო   ვყოფილიყავი ამ ეკლესიის უფროსი პასტორი. ახლა მე ხელებს გასხამ შენ, ცხებულება გადმოდის შენზე. მე კი დაგეხმარები. ჩემთვის პრივილეგიაა შევმცირდე, რომ შენ გაიზარდო ”, – თქვა რიკ რენერმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ:

  • კენეტ კოპელენდი  – რწმენის მქადაგებელი; საერთაშორისო მსახურების დამფუძნებელი; ტელეწამყვანი;
  • რიკ რენერი  – ეპისკოპოსი, ბიბლიის მასწავლებელი, მრავალი წიგნის ავტორი, ტელეწამყვანი;
  • ჯერი საველი  – მასწავლებელი, რომელიც აქტიურად მოძრაობს წინასწარმეტყველების, პრაქტიკული გამოყენების და ღვთის ართქმების გამოცხადების ნიჭებში ;
  • სერგეი რიახოვსკი  – რუსეთის სახარების რწმენის ქრისტიანთა  ეკლესიების გაერთიანების მმართველი ეპისკოპოსი;
  • ჯესი დუპლანტისი  მსახური, რომელიც ცნობილია თავისი ქადაგებებით კეთილდღეობისა და ფინანსების მართვის შესახებ;
  • მარკ ბარკლი  – მსახური, სამოციქულო ცხებულებით;
  • პაველ რენერი  – მოსკოვის ეკლესია “კეთილი უწყება”-ს პასტორი;
  • კიტ ბატლერი  – პასტორი, ეპისკოპოსი, რწმენის მასწავლებელი
  • ვასილი ვიტიუკი  – ეპისკოპოსი, ქ. ნიჟნევარტოვსკის ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ პასტორი (რუსეთი);
  • მატსოლა იშოელი  –  ეპისკოპოსი;  ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“-ს ქ. მოსკოვი, პასტორი
  • მერლინ ჰიკი  – მსოფლიო განკურნების მსახურების დამფუძნებელი და ლიდერი;
  • მაკ ჰამონდი  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკლესიის პასტორი;
  • კენეტ ჰეგინი უმცროსი  – რწმენის მასწავლებელი, ცნობილი მქადაგებლის შვილი, რომელიც აგრძელებს მამის საქმეს.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ