Construction

2003 წელამდე ევანგელურ პროტესტანტული ეკლესია დამოკიდებული იყო ან სამთავრობო სტრუქტურებზე, ან კერძო სექტორზე, რადგან ეკლესიას არ ჰქონდა საკუთარი უძრავი ქონება. იძულებული ვიყავით არენდით აგვეღო ყველაფერი რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა. სამთავრობო სტრუქტურები არ გვაძლევდნენ მათ საკუთრებაში მყოფი შენობა ნაგებობების არენდით აღების საშუალებას. მსახურებებს ვატარებდით კაფეებში, საბანკეტო დარბაზებში, კერძო საახლებში და ასე შემდეგ. 2003 წლის დასაწყისში ჩვენ მოგვეცა უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა. მაგრამ ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესყიდვის პროცესი შეჩერდა და კიდევ უფრო უარესი იყო ის რომ, აღმოვჩნდით გაურკვეველ ვითარებაში და ვერაფრით ვერ ვახერხებდით ქონების შეძენის ბოლომდე მიყვანას. იყო საფრთხე საერთოდ ქუჩაში დავრჩენილიყავით და ეს საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისადმი გამოსავალი არსად ჩანდა. არ არსებობდა ჩვენი პრობლემის გადაწყვეტის პოლიტიკური ნება. მხოლოდ 2015 წელს სახელმწიფომ გამოავლინა ნება და გადმოგვეცა შენობა ფლობის უფლებით, რომლისთვისაც თორმეტი წელი ვიბრძოდით. ეს ჩვენთვის იყო გამარჯვება, რადგან გამოჩნდა საშუალება, რომ ეკლესია არ ყოფილიყო დამოკიდებული არავიზე გარდა ღმერთისა. 2005 წლის დასაწყისში ევნგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ შესძლო შენობა ნაგებობების შეძენა ქ. რუსთავსა და ხაშურის რაიონში. ასე რომ ეხლა ჩვენ ერთდროულად სამ ადგილზე ვაწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს. დღეისათვის ქ. რუსთავში მიმდინარეობს სამლოცველოს რეკონსტრუქცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება, ხოლო ქ. გორსა და ხაშურის რაიონში სამუშაოები კვლავ გრძელდება. ჩვენი ხედვაა ყველა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში სადაც ჩვენ ვმსახურობთ დავაფუძნოთ ბიბლიური ცენტრები, რომლებიც იქნებიან ბაზები მომავალი მისიონერული მსახურებისათვის. სწორედ ამ ხედვას მოემსახურება ჩვენი მშენებარე შენობები. ჩვენი ხედვაა დიდებული ეკლესია და ეს უნდა გამოიხატოს ყველა სფეროში.