995 571536600 contact@protestant.ge

ნიგერიაში მუსლიმმა ბოევიკებმა მოკლეს 13 ქრისტიანი, 13 კი გაიტაცეს, თავდასხმა მოხდა 5 სოფელზე

ფულანის მუსლიმმა ბოევიკებმა ცენტრალური ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში  მოკლეს 13 ქრისტიანი და 13 ადამიანი გაიტაცეს მთელი რიგი შეტევების შემდეგ, სამდღიანი პერიოდის განმავლობაში .
  Morning Star News- ი იუწყება, რომ კადუნას შტატში მდებარე კაჯურუსა და ჩიკუნის ოლქების ხუთივე სოფელში განხორციელდა იერიშები  23-25 ​​აპრილს და იქამდე მივიდნენ, რომ 1000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები.
  მოკლული ქრისტიანები იყვნენ ან ევანგელისტური ეკლესიის „ყველა გამარჯვებული“  (ECWA)-ს, ან კათოლიკურ, ბაპტისტური, გაერთიანებული ეკლესიის „ქრისტე ერებში“ (HEKAN) ან საღვთო ასამბლეის ეკლესიების  წევრები.
  ბოევიკები 25 აპრილს, საღამოს 3 საათზე,  შეიჭრნენ კიკვარისა და კუჟენისს თემებში, კაჯურუს ოლქი.  განაცხადა  სამხრეთ კადუნას სახალხო კავშირის (SOKAPU) წარმომადგენელმა ლუკა ბინიატიმ.
  ”შეიარაღებულ მწყემსებ შეიჭრნენ სოფელ კიკვარში, კაჯურუ LGA, დახვრიტეს სამი ადამიანი და გაიტაცეს დიდი რაოდენობით  პირუტყვი და საკვები პროდუქტები, რადგან მოსახლეობა გაიქცა ძვირფასი სიცოცხლის გამო,”  თქვა ბინიატიმ.
  ”როდესაც დარგუნული ქრისტიანები ცდილობდნენ გაქცევას, ისინი ალყაში მოაქციეს და უზარმაზარ ტყეში შერეკეს”,   განმარტა მან. “დღემდე არავის აქვს ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. არავინ იცის ცოცხალი აირან ისინი,  თუ მკვდარი, ან  რა მდგომარეობაში არიან.”
  ” სოფლის ყველა  მოსახლე, რომლთა რაოდენობაც  1000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, ახლა მეზობელ ქალაქებში აფარებენ თავს, ამ მწვავე-კორონავირუსის გამო დაბლოკვის პერიოდში,”   დასძინა ბინიატიმ.
  შეიარაღებულ მწყემსებს თან ახლდნენ სხვა თავდამსხმელებიც, რომლებიც, როგორც თქვეს სამხედრო ფორმას ატარებდნენ.
  ბინიატიმ თხოვნით მიმართა ფედერალურ და კადუნას შტატების მთავრობებს, რომ დაეხმარონ გატაცებულ ქრისტიანებს და დაასრულონ ბოევიკების თავდასხმები დაუცველ ქრისტიან თემებზე.
  ”ჩვენ მოვუწოდებთ კადუნას და ფედერალურ მთავრობებს, დაგვეხმარონ  დაკარგული ქრისტიანების ძებნაში და დაზარალებულ თემებში მზარდი დაძაბულობის შესამცირებლად.” თქვა მან.
  იძულებით გადაადგილებულ ქრისტიანებს არ შეუძლიათ დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, რადგან მწყემსები ჯერ კიდევ იქ არიან, თქვა გასულ კვირას კადუნას შტატის, გბაგის განვითარების კავშირის (GDU) პრეზიდენტმა პიტერ აბოკიმ.
  ”ჩვენ გვინდა, რომ მთავრობამ სასწრაფოდ გააკეთოს რამე, რადგან ქრისტიანებს თითქმის ყოველდღიურად კლავენ ან იტაცებენ,” – განუცხადა აბოკიმ Morning Star News- ს. ”ეს რაიონები, მესაქონლეების სასიკვდილო მოქმედებების შედეგად , აკრძალულ ზონად იქცევიან ”.
  ფულანის მწყემსები, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფულანის აჯანყებულები, არის ნახევრად მომთაბარე ჯგუფი, რომლებიც მწყემსავენ მსხვილფეხა საქონელს გაშლილ ტერიტორიებზე და  ცხოვრობენ  ნიგერიის ცენტრალურ რაიონებში. მწყემსების დიდი ნაწილი მუსლიმია და საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა ქრისტიან ფერმერებს საძოვრებისათვის.
  როგორც WorldWatch Monitor-ი იტყობინება ფულანი  იყო ისლამის ადრეული მიმდევარი, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას საღვთო ომებში ან ჯიჰადებში მე-16 საუკუნეში, რაც მათ დასავლეთ აფრიკაში დომინანტურ სოციალურ და ეკონომიკურ ძალებად აქცევდნენ.
  ადრე, ამ წლის დასაწყისში,საერთაშორისო   ქრისტიანულმა სოლიდარობამ (CSI) გამოსცა ნიგერიის მიმართ გენოციდის გაფრთხილება და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდა ზომების მიღებისკენ. CSI გამოვიდა მოწოდებით  “ძალადობის ზრდასთან დაკავშირებით,, რომელიც მიმართულია ნიგერიელი ქრისტიანებისა და სხვათა წინააღმდეგ, რომლებიც ისლამისტური ბოევიკების მიერ” ურწმუნოებად “ითვლებიან ქვეყნის ჩრდილოეთ და შუა სარტყლის რეგიონებში.”
  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნიგერიელ ქრისტიანებზე თავდასხმები სტაბილურად გაიზარდა. ჰუმანიტარული  დახმარების ფონდის  (HART) შეფასებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი, ბარონესა კოქსი, ,  ნიგერიაში 6000 ქრისტიანი მოკლეს 2015 წლიდან.
  ნიგერია მე –12 ადგილზეა Open Doors  2020 World Watch- ის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტ დევნას განიცდიან.

წყარო : https://www1.cbn.com/cbnnews/2020/may/no-pandemic-pause-in-nigeria-as-muslim-militants-kill-13-christians-kidnap-13-more-attack-5-villages

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ