995 571536600 contact@protestant.ge

ოდესაში (უკრაინა)ჩატარდა მარში ოჯახური ღირებულებების დასაცავად

კვირას, 30 აგვისტოს, ოდესაში (უკრაინა) გაიმართა მსვლელობა ტრადიციული ოჯახური ფასეულობების მხარდასაჭერად, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი   invictory.com ოდესის საინფორმაციო საიტზე “პირველი საქალაქო”-ზე დაყრდნობით . 
მსვლელობა დაიწყო საკათედრო ტაძრის მოედნიდან, მასში მონაწილეობა შეეძლო ყველას. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირები. ესენი არიან მართლმადიდებლური, კათოლიკური, ბერძნული კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები.
ბევრი მოვიდა პლაკატებით – “ტრადიციული ოჯახი – ჯანმრთელი ერი”, “უკრაინული ოჯახი – მამა, დედა, შვილი”, “არის ოჯახი – არის უკრაინა”.
ოდესაში მცხოვრებთა გარდა, მსვლელობაში მონაწილეობდნენ სტუმრები კიევიდან, ხარკოვიდან, ნიკოლაევიდან და უკრაინის სხვა რეგიონებიდან.
მსვლელობა გაიმართა ეგრეთ წოდებული სექსუალური უმცირესობების ფესტივალის “Odessa Pride 2020 ” -ის საწინააღმდეგოდ, რომელიც ქალაქში იმავე დღეს ჩატარდა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება,  ფესტივალ Odessa Pride 2020 -ის მიმდინარეობის დროს,  აგრესიულად განწყობილმა  ახალგაზრდების ჯგუფმა მოახდინა ცრემლსადენი აირის გაფრქვევა და ლგბტ აღლუმის მონაწილეებს  კვერცხები დაუშინეს. შეტაკების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. 16 სამართალდამრღვევი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თავდამსხმელები არიან პოლიტიკური მოძრაობა „ ტრადიცია და წესრიგი“ -ის წევრები, რომელიც თავს ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების დამცველად წარმოადგენს.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ