Golden Age 50+

“უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას.”ფსალ91:14-15;
ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთის მსახურებისათვის არ არსებობს ასაკი, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია იყო მისი მსახური და განადიდო მისი დიდებული სახელი. ოქროს ასაკი ეს არის მსახურება ადამიანებისა, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს 50 წელს. ჩვენ გვჯერა ასაკში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ნიჭისა და გამოცდილების რეალიზაცია ღმერთის სახელის განსადიდებლად. ძალიან ბევრი ადამიანი მოხუცებულობის წლებში იმედ გაცრუებულია, განიცდიან სიმარტოვეს, რომ ისისნი აღარ არიან საჭირონი. ჩვენ კი გვჯერა რომ ღმერთს ადამიანებისათვის ნებისმიერ ასაკში აქვს საქმე, რომ ადამიანი ყოველთვის საჭიროა უბრალოდ მან თავისი მოწოდება უნდა იპოვოს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ასაკში მყოფ ადამიანებს იპოვონ თავისი მოწოდება, რომ დაკარგული არაფერია და ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია იყო ნაყოფიერი და საჭირო ადამიანი. ჩვენ ვანვითარებთ ოქროს ასაკის მსახურების ქსელს, როგორც ქ.გორში ასევე ყველა ქალაქში და სოფელში. ოქროს ასაკის მსახურების წევრები იკრიბებიან და ქმნიან საოჯახო ჯგუფებს აწყობენ მოზიარეობებს და ლოცვით შეხვედრებს. გვჯერა რომ ოქროს ასაკის მსახურება გაიზრდება და სერიოზულ მასშტაბებს მიიღებს.