995 571536600 contact@protestant.ge

პაკისტანში პოლიციამ იპოვა ქრისტიანი დების ცხედრები, რომლებიც მოკლეს ისლამზე მოქცევაზე უარის თქმის გამო

პაკისტანის პოლიციამ 4 იანვარს ლაჰორში აღმოაჩინა ორი ქრისტიანი ქალის ცხედარი, რომლებიც, სავარაუდოდ, მოკლეს მუსლიმმა ზედამხედველებმა  ისლამის მისაღებაზე უარის თქმის გამო.

დებს საჯიდა მუშტაკს და აბიდა ქაიზერს  ხელფეხი შეუკრეს, ჩაყარეს ტომარაში, შემდეგ კი  სადრენაჟე არხში გადააგდეს, იუწყება Morning Star News.

ქალები დაკარგული იყვნენ 26 ნოემბრიდან.

საჯიდას მეუღლემ, მუშტაქ მასიჰმა პოლიციას განუცხადა, რომ მისმა ცოლმა ადრე აღნიშნა, რომ მას სამსახურში ავიწროებდნენ მისი მუსლიმი ზედამხედველები.

”ჩემი მეუღლე ხშირად ჩიოდა ზედამხედველების მხრიდან შევიწროებაზე, მაგრამ ის მეუბნებოდა, რომ კარგად უმკლავდებოდა სიტუაციას”, – უთხრა მასიჰმა Morning Star News- ს. ”გაუჩინარების შემდეგ, ერთმა ჩემმა ნათესავმა გვითხრა, რომ საჯიდა მას ანდობდა, რომ მისი ხელმძღვანელები მუჰამედ მუმთაზი და ნაიმ ბუტი ახდენდნენ ზეწოლას მასზე და აბიდაზე, რომ ისლამი მიეღოთ და მათზე დაქორწინებულიყვნენ.”

მასიჰმა პოლიციაში განცხადება შეიტანა მას შემდეგ, რაც მეუღლე და რძალი სამსახურიდან სახლში არ დაბრუნდნენ. ოფიცერმა იფთიხარ ჰუსეინმა, რომელიც საქმეს იძიებდა, თქვა, რომ პოლიციამ დაკითხა მუმთაზი და ბუტი, მას შემდეგ რაც მათ უთხრეს, რომ მუმთაზი ორ ქალს აწამებდა და ეუბნებოდა მათ, რომ მასზე გათხოვილიყვნენ.  შედეგად ორი ეჭვმიტანილი აღიარებს დების მკვლელობას.

”დაკითხვის დროს, ნაიმმა აღიარა, რომ მათ მოიტაცეს დები და რამდენიმე დღის განმავლობაში მძევლად ყავდათ, ვნების დაკმაყოფილების მიზნით, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს და სხეულები კანალიზაციაში ჩაყარეს.” – განუცხადა ჰუსეინმა Morning Star News- ს.

მასიჰს და ოჯახის სხვა წევრებს სთხოვეს ამოეცნოთ ორივე ცხედარი. ”მე აქამდე არ შემიძლია წარმოვიდგინო ჩემი ცოლის გახრწნილი სხეულის დანახვას”, – თქვა მასიჰმა.

”მე მყავს სამი ვაჟი და ქალიშვილი – უფროსი 11 წლის, და უმცროსი 5 წლის, ხოლო აბიდას მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს, 9 წლის”, – დასძინა მან. “თქვენ წარმოიდგინეთ, რა ემოციური და ფსიქიკური ტრავმა აქვთ ჩვენს შვილებს და ოჯახის ყველა სხვა წევრს, მას შემდეგ რაც საჯიდა და აბიდა დაიკარგნენ. როდესაც პოლიციამ გვაცნობა, რომ მათ ორი ცხედარი ამოიცნეს, როგორც ჩვენი ახლობლები, ისე ჩანდა, რომ მთელი ჩვენი სამყარო დაინგრა. ”

პენჯაბის პროვინციის უმცირესობათა და ადამიანის უფლებების მინისტრმა ეჟაზ ალამ ავგუსტინემ მოინახულა დამწუხრებული ოჯახის წევრები.

”არცერთი სიტყვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაასამართლო ბარბაროსობა, რომელიც ჩადენილი იქნა ორი უდანაშაულო ქალის მიმართ”, – თქვა მინისტრმა.

ავგუსტინემ განმარტა, რომ პენჯაბში ქრისტიანი ქალებისა და გოგონების ქრისტიანობიდან იძულებითი მოქცევის რიცხვი მატულობს, მაგრამ რომ ხელისუფლება იღებს კანონებს, რომ ამასთან ადაკავშირბული ადამიანები დაისაჯნონ.

“ჩვენ პროვინციის იუსტიციის სამინისტროს გადავუგზავნეთ შესამოწმებლად კანონპროექტი. იგი შევა პანჯაბის ასამბლეაზე განსახილველად ყველა პოლიტიკური პარტიის კონსენსუსის მიღწევის შემდეგ.” განაცხადა მან. პაკისტანი მეხუთე ადგილს იკავებს Open Doors- ის 2020 წლის მსოფლიო მეთვალყურეობის ქვეყნებში, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან.

წყარო: CBN NEWS

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ