995 571536600 contact@protestant.ge

პარაგვაი გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც საელჩო იერუსალიმში გადაიტანა.

მაისის ბოლოს,  პარაგვაი გახდა მესამე ქვეყანა, შეერთებულ შტატებსა და გვატემალას შემდეგ, რომელმაც თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.
საელჩოს გახსნის ცერემონიალს დაესწრო პარაგვაის პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დადებითად შეაფასა ისრაელისა და პარაგვაის მეგობრობის ათწლეულები. მან თქვა, რომ ისრაელი არასდროს დაივიწყებს პარაგვაის დახმარებას, ებრაელების  ნაცისტური გერმანიისა და ჰოლოკოსტისაგან  გადარჩენის საქმეში, იუწყება ქრისტიანული მეგაპარტალური invictory.com,  МХН-ზე დაყრდნობით.
“პარაგვაი მხარს უჭერდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას, ასევე გაეროში ისრაელის სახელმწიფოს აღიარებას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამას “, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. – პარაგვაიმ ადრეც, მაგრამ განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ, ძალიან მყარი პოზიცია დაიკავა საერთაშორისო ურთიერთობებში და უარი თქვა ტყუილის აღიარებაზე, რომელიც მიმართული იყო ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს. გმადლობთ, ჰორაციო! მადლობა, პარაგვაი! ”
ნეთანიაჰუმ ასევე მადლობა გადაუხადა  აშშ-სა და გვატემალას. ორ ქვეყანას, რომლებმაც პირველებმა გადაიტანეს საელჩოები იერუსალიმში.

Leave a Reply