პასტორი სერგეი ზუევი გადავიდა მარადისობაში
პასტორი, ღვთისმეტყველების დოქტორი, ეკლესიათა ასოციაციის “სიცოცხლის სიტყვა” პრეზიდენტი იამალოში (ნენეცის ავტონომიური ოლქი, რუსეთის ფედერაციაში,) სერგეი ზუევი გადავიდა მარადიულობაში. ის გადიოდა მკურნალობის კურსს მე -4 სტადიის ლიმფომაზე.

”დღეს ჩემი ძვირფასი მეგობარი, ნათესავი და თანამსახური, ვინც ძალიან მიყვარდა, მიყვარს და მრყვარება, გადავიდა მარადიულობაში! თვითონ ის და მისი მსახურებაც ძალიან დაგვაკლდება! ისევ ზეცა გამდიდრდა და დედამიწა უფრო ღარიბი გახდა, რადგან ისეთი ადამიანი, როგორიც სერგეი ზუევია, აღარ იქნება აქ. ძვირფასო, ძალიან მომენატრები ამ წლების მანძილზე, როცა დედამიწაზე ვიცხოვრებ, მაგრამ თავს ვანუგეშებ რწმენით და ვიმედოვნებ, რომ მარადისობაში შევხვდებით ერთმანეთს და ერთად განვადიდებთ უფალს და დავტკბებით ზეცით. მე არ გეუბნები შენ მშვიდობით, არამედ გეუბნები ნახვამდის ”, – დაწერა ეპისკოპოსმა არტურ სიმონიანმა 30 იანვარს თავის Facebook- გვერდზე.
ათასობით ქრისტიანი ლოცულობდა მსახურისათვის და თესავდა თანხას პასტორის მკურნალობისთვის. ჩვენ გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ მის მეუღლეს ნატალიას და შვილებს ლოცვაში.
წყარო – Invictory.org
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გამოთქვამს ღრმა მწუხარებას პასტორ სერგეი ზუევის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. უფალმა ანუგეშოს მისი ოჯახი და ახლობლები