995 571536600 contact@protestant.ge

რუსეთი: ყურღანის ოლქში, იაროვის კანონით, ბაპტისტების გაერთიანება დააჯარიმეს

ყურღანის ოლქის ევანგელურ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი ექბ, დაჯარიმდა.
დაჯარიმების მიზეზი  გახდა ის რომ,  ერთერთმა ქრისტიანულმა რელიგიურმა ჯგუფმა, რომელიც იურიდიულად მიეკუთვნება აღნიშნულ    გაერთიანებას,  არ მოისხენია აღნიშნული ორგანიზაცია  შენობაზე გამოკრულ აბრაზე.  გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ მაისის დასაწყისში,  გამოიტანა, ყურღანის ოლქის პეტუხოვოს რაიონის სასამართლომ იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com, portal-credo.ru-ზე დაყრდნობით.
გადაწყვეტილების წინ უძღოდა პროკურატურის შემოწმება, რომელმაც დაადგინა, რომ სახლზე, რომელშიც ატარებს შეკრებებს „ბაპტისტების“  რელიგიური ჯგუფი, გამოკრულია ღვთისმასახურებების გრაფიკი და მითითებულია, რომ შენობის მფლობელი არის ეკლესია “ჭეშმარიტების ნათელი”. შემმოწმებლებს არ მოეწონათ, რომ აბრაზე არ იყო მითითებული ექბ-ს რეგიონული ასოციაცია, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ჯგუფმა არ აცნობა ხელისუფლებას მათი არსებობის შესახებ.
პროკურატურამ და შემდეგ სასამართლომ ეს ყოველივე ჩათვალეს სამართალდარღვევად, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 5.26  მუხლის მე -3 ნაწილით. გათვალისწინებულ სასჯელს: ( რელიგიური ორგანიზაციის მიერ, ფუნქციონირებას, მისი ოფიციალური სრული სახელწოდების მითითების გარეშე). შედეგად კი ყურღანის რაიონის ექბ-ს ეკლესიების ასოციაცია დაჯარიმდა 30,000(ოცდაათი ათასი) რუბლით, რაც  490 აშშ დოლარის ექვივალენტია.

Leave a Reply