995 571536600 contact@protestant.ge

სამხრეთ კორეაში ყველა ეკლესია დაუბრუნდა სრულფასოვან მომსახურებას

  სამხრეთ კორეაში, ყველა ეკლესია დაუბრუნდა სრულფასოვან მსახურებას, მათ შორის მეგა-ეკლესიებიც,შეზღუდვა  მხოლოდ   ადამიანთა რაოდენობაზეა.
  26 აპრილიდან სამხრეთ კორეის მთავრობამ ეკლესიებს უფლება მისცა, ჩაატარონ  მსახურებები სრულფასოვნად, გარკვეული შეზღუდვებით. იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციური პოლიტიკა გაგრძელდა 5 მაისამდე, მთავრობამ გამონაკლისი გააკეთა ამ წესების დაცვით ყველა რელიგიური და სპორტული ორგანიზაციებისთვის, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com,  Christian Post-ზე დაყრდნობით.
  ონნურის ეკლესია, სეულის ერთ – ერთი ყველაზე დიდი თემია, რომელსაც აქვს 3000 ადგილზე გათვლილი შენობა, დაუბრუნდა მსახურებებს, სადაც მხოლოდ 700 ადამიანს შეუძლია დაესწროს. ყველა უნდა დარეგისტრირდეს ინტერნეტით, რომ ადგილი დაიკავოს.
  ქრისტიანმა ქალბატონმა იან სუნ გენმა, რომელიც ორ თვის განმავლობაში პირველად მივიდა ონნურის ეკლესიაში, განმარტა, რომ უფრო მოსახერხებელი და უკეთესია ჩვეულებრივ რეგულარულ მსახურებებზე დასწრება, ვიდრე ონლაინ გადაცემების ყურება.
  ”იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეკლესია მაგალითი გახდება სხვებისთვის”, – დასძინა ჰან ძინ-გუნმა, 34 წლის მრევლმა.
  მთელს მსოფლიოში, უამრავმა ეკლესიამ დაიწყო ონლაინ მსახურებების ჩატარება, რომ ხელი შეუშალონ კოროვირუსის გავრცელებას.
  შეერთებულ შტატების მთავრობა გეგმავს თანდათანობით შეასუსტონ მასობრივი შეკრებების შეზღუდვები სხვადასხვა შტატებში. მისურიში, ქ. ბოზმენში, ეკლესია „ სამმიტი“ გეგმავს სტანდარტული მსახურებების განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცვას სოციალური დისტანციის  სახელმძღვანელო მითითებებს.
  ეკლესიის უფროსი პასტორი ლენს სტივსი განმარტავს, რომ ისინი დალაგებენ სკამებს ერთმანეთისგან  ორი მეტრის დისტანციით, რომ დაიცვან ხალხი  და მრევლს სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფენ.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ