995 571536600 contact@protestant.ge

სასწაული ეგვიპტეში

“ერთმა მუსულიმანმა ეგვიპტეში მოკლა საკუთარი ცოლი იმის გამო, რომ ის ბიბლიას კითხულობდა, შემდგომ კი დამარხა იგი ცოცხალ შვილებთან ერთად, რომელთაგან ერთი ჩვილი იყო, მეორე კი – 8 წლის, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო hickpoolenow.com.
ბავშვები ცოცხლად იქნენ დამარხულნი. შემდგომ მამამ პოლიციას გააგებინა, რომ ბავშვები ბიძამ დახოცა.
15 დღის შემდეგ გარდაიცვალა მათი კიდევ ერთი ნათესავი. როდესაც მას მარხავდნენ, აღმოჩნდა, რომ ორივე ბავშვი ცოცხალი იყო, ქვიშის უზარმაზარი შრის ქვეშ.
მთელი ეგვპიტე შესძრა ამ შემთხვევამ. ამ კაცს სიკვდილი მიუსაჯეს.
როდესაც უფროს გოგონას ჰკითხეს, თუ რამ გადაარჩინა ისინი, მან უპასუხა: – მოდიოდა კაცი თეთრი მბრწყინავი სამოსით, ხელებზე სისხლმდინარე ჭრილობებით და ის გვაჭმევდა. ის აღვიძებდა დედას, რომ მას ძუძუ ეჭმია პატარასთვის.
ამ ბავშვს ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელიც გადასცეს ეგვიპტის ნაციონალური ტელევზიით. კითხვებს უსვამდა ფარაჯით შებურვილი მუსულმანი დოქტორი ქალი, რომელმაც ვერ მოითმინა და აღიარა: – ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე. ამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო.
მუსულმანებს სწამთ რომ ისამ (იესომ) გააკეთა ეს, მაგრამ ჭრილობა მის ხელებზე ნიშნავს იმას, რომ ის რეალურად იქნა ჯვარცმული და სრულებით ცხადია, რომ ის ცოცხალია! ასევე უტყუარია, რომ ბავშვს ამდენი რამის მოგონება არ შეეძლო და ისინი ვერაფრით გადარჩებოდნენ ნამდვილი სასწაულის გარეშე”.

Leave a Reply