995 571536600 contact@protestant.ge

საქართველოს ევანგელური ალიანსის განცხადება 17.04.2020

საქართველოს ევანგელური ალიანსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადების ტექსტს.
    საქართველოს ევანგელურმა ეკლესიებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო და
სულიერი პასუხისმგებლობა, შეცვალეს რა ღვთისმსახურების ფორმა, რაც პირდაპირ შეესაბამება უფლის მცნებებს: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მთ
22:39) და: “არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი” (მთ 4:7).
   ამავე დროს აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია გარკვეული რელიგიური მოღვაწეების მხრიდან ჩვენს, ამ ყოველმხრივ მართებულ საქციელზე მცირედმორწმუნეობისა თუ შიშის იარლიყის მიწებება. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ეპიდემიის შესაძლო მასიურ გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ რელიგიურ მოღვაწეს, რომელმაც არ გაითვალისწინა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე და არ დაემორჩილა მიღებულ საგანგებო წესებს.
    მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყოს, მის მიერვე მიღებული საგანგებო
რეჟიმის წესების აღსრულება ყველა რელიგიის მიმართებაში ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე.
  მოვუწოდებთ აგრეთვე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად
მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს – იქნება ეს ტაძრები,
სამლოცველო სახლები თუ მეჩეთები – ეპიდემიის საფრთხის გადავლამდე, რადგან
მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ ასეთი მიდგომა წარმოაჩენს წრფელ
სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ