995 571536600 contact@protestant.ge

საქართველო ყველაზე რელიგიური ქვეყანაა რეგიონში

კვლევითი ორგანიზაცია IPM-ის მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველო ყველაზე რელიგიური ქვეყანაა. შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებლით უსწრებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს.
საქართველოში გამოკითხულთა 84 პროცენტისთვის რელიგია ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. შედარებით დაბალი მაჩვენებელია სომხეთში (77%), ხოლო აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია (35%).
“სომხეთსა და აზერბაიჯანში ასაკთან ერთად იზრდება რელიგიის მნიშვნელოვნება, საქართველოში კი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ერთნაირი მონაცემები გვხვდება. აზერბაიჯანში, IPM-ის მონაცემების თანახმად, რაც უფრო მაღალია ადამიანის სოციალური სტატუსი და ფინანსური მდგომარეობა, მით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ის რელიგიას, საქართველოში პირიქითაა ხოლო სომხეთში ფინანსურ მდგომარეობას არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიის მნიშვნელოვნებასთან,” – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
IPM-ის ცნობით, სამივე ქვეყანაში 700-700 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხეს.

Leave a Reply