995 571536600 contact@protestant.ge

სლავურმა ეკლესიამ საკრამენტოდან უპასუხა მედიის ბრალდებას კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით

ამერიკულმა  გამომცემლობა Sacramento Bee- მ  დაადანაშაულა სლავიანური ეკლესია „ბეთანია“,  კორონავირუსის გავრცელებაში. ეკლესია გამოეხმაურა მედიის ბრალდებას.
   ეკლესია “ბეთანია“-მ  წარმოადგინა რელიზი  პასუხად, Sacramento Bee-ს მიერ  2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებული სტატიების სერიაზე, რომლებიც შემდგომში გაზიარებული იქნა სხვა ახალი ამბების სააგენტოების მიერ, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით  პუბლიკაციებში. იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com, slovoproslovo.info-ზე დაყრდნობით.
  სლავურ მისიონერულ ეკლესიას „ბეთანია“,  გააზრებული აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ადამიანის კეთილდღეობის მნიშვნელობა. ეკლესია მხარს უჭერდა და ასრულებდა, ყველა ფედერალურ, რეგიონულ და ადგილობრივ რეგულაციებსა და წესებს მათი გამოცხადების მომენტიდან. მიღებული იქნა შემდეგი აქტიური ღონისძიებები:
  2020 წლის 14 მარტის ვიდეო შეტყობინებაში პასტორმა ადამ ბონდარუკმა თქვა, რომ ეკლესია “დაიცავს ყველა წესს” და მოუწოდა ყველას, დაიცვან პირადი ჰიგიენა, დაიბანონ ხელები, დარჩნენ სახლში, თუ ვინმე ავადმყოფობს, და შეინარჩუნოს სოციალური დისტანცია CDC- ს რეკომენდაციების შესაბამისად.
  საქრამენტოს ოლქის მაცხოვრებლებისთვის   ახლახანს გამოქვეყნებული  ბრძანების თანახმად, „დარჩით სახლში“ ეკლესიამ დახურა კარები 2020 წლის 18 მარტს და ყველა ეკლესიასთან დაკავშირებული მსახურება, შეკრებები, საოჯახო ჯგუფები და ნებისმიერი რაოდენობის შეკრებები ყოველგვარი გამორიცხვის გარეშე გადაიტანა  ინტერნეტში.
   შეიძინა და უზრუნველყო  ვირტუალური პლატფორმები, კონფერენციების, ყველა შეხვედრისა და ლოცვებისთვის.
   გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ეკლესიის 71 წევრი ავად გახდა. ეს ცნობები არაზუსტია და შეცდომით აკეთებენ აქცენტს ჩვენი ეკლესიის მისამართით. საკრამენტოს ოლქის ვებსაიტზე 1 აპრილს გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატიაში „ ახალი ამბები COVID-19-ზე” ნათქვამია: ”საკრამენტოს ოლქში დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით მესამედი მოდის შეკრებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ეკლესიებთან”. ეს რიცხვი შეცდომით იყო დაკავშირდებული   სლავურ მისიონერულ ეკლესია “ბეთანია“-სთან. ამგვარი უსაფუძვლო ბრალდებების განმეორება მედიაში იწვევს დაცინვას, სიძულვილს და ძალადობას ჩვენი საეკლესიო საზოგადოების მიმართ.
   მედიის ცნობით, ეკლესიაში არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია, რომ მისი რომელიმე მრევლი გარდაიცვალა COVID-19– ისგან,.
  ეკლესია არ ახალისებდა რაიმე პირად შეკრებას ეკლესიის გარეთ, რომელიც უკავშირდება ეკლესიას. უარყოფს ბრალდებას, რომ მისი წევრები ხშირად აგრძელებდნენ შეკრებას, როგორც გავრცელდა ინფორმაცია.
   მედიას საშიში გზებით შეცდომაში შეჰყავს  საზოგადოება, თვლიან რა, რომ ეკლესია აგრძელებს შეკრებებს სახლებში. ონლაინ გადაცემის დროს, ცოცხალი გუნდის ნაცვლად, ვიყენებთ  საგუნდო სიმღერების არქივიდან ადრე გადაღებულ ვიდეოებს,. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მსგავსი დაარქივებული ვიდეოები არსწორადაა გამოყენებული, იმის მითითებით, რომ  თითქოს ეკლესიის წევრები ეკლესიაში კვლავ იკრიბებიან. პირდაპირი ჩართვების სრული ჩანაწერები აშკარად აჩვენებს გუნდისა და დარბაზის ცარიელ ადგილებს.
  როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ეკლესიამ უარი არ თქვა ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციაზე. ასევე არ ყოფილა წერილობითი მიმოწერა საკრამენტოს ოლქის ჯანდაცვის სამსახურის რომელიმე ოფიციალური პირის მხრიდან, რომელიც  ეკლესიის წარმომადგენლებთან საუბარს ითხოვდა.
  ეკლესია არასდროს უპასუხია, ” გაგვანებეთ თავი ”, როგორც ამას ხაზს უსვამს Sacramento Bee-ს სტატია.”
   იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესია ასრულებს COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს, საკრამენტოს ოლქის ჯანდაცვის ოფიციალური პირების  მიზანი გამოიყენოს” საზოგადოებრივი გამჟღავნება, რათა ზეწოლა მოახდინონ ეკლესიის წევრებზე, რომ მათ შეაჩერონ თავიანთი შეხვედრები ”არ არის გამართლებული და საშიშია. როცა ეკლესია ერთგულად ასრულებს და შეასრულებს ყველა იურიდიულ ვალდებულებას COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებით.
  ეკლესია ამ რთულ დროს აგრძელებს თემისადმი მხარდაჭერას. ეკლესიის მრავალი წევრი პროფესიონალია, არიან ბიზნესის მეპატრონეები და საზოგადოების სხვა სასარგებლო წევრები, რომლებიც ღრმად უჭერენ მხარს საზოგადოების კეთილდღეობას საკრამენტოში. მუშაობენ რა მჭიდრო თანამშრომლობით სამედიცინო პროფესიონალებთან, რომელთა უმრავლესობა ეკლესიის წევრია, 2020 წლის 31 მარტს ეკლესიამ ასობით ნიღაბი შესწირა ადგილობრივ N95 საავადმყოფოს, რომელიც განიცდიდა სასტიკ დეფიციტს. ჩვენ პირველ რიგში ვლოცულობთ  ჯანდაცვის სიტემის თანამშრომლების კეთილდღეოთვის, საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ერთად.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ