995 571536600 contact@protestant.ge

სოლა ფორუმი 2022

„რელიგიის თავისუფლება კავკასიაში – ისტორია, თეოლოგია და პრაქტიკა“ სოლა ფორუმი V კონფერენცია

28-29 ოქტომბერს თბილისში საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას სოლა ფორუმი.

კავკასია და კერძოდ საქართველო იყო და არის ცივილაზაციური და პოლიტიკური
წინააღმდეგობების შეხვედრის ადგილი. მრავალფეროვანია ქვეყნის რელიგიური ისტორიაც.
იძულებითი სეკულარიზაციის სამოცდაათწლიანი პერიოდის შემდეგ, საქართველო კვლავ
ბალანსის ძიებაშია: ერთის მხრივ, ცდილობს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას,
მეორეს მხრივ – პლურალისტური გარემოს შექმნასა და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას.
ამრიგად, კვლავ აქტუალური რჩება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, კერძოდ კი –
რელიგიური თავისუფლების საკითხებზე მსჯელობა და რეფლექსია. რას ნიშნავს რელიგიისა და
რწმენის თავისუფლება რელიგიური უმრავლესობისა თუ უმცირესობის
წარმომადგენლებისთვის საქართველოში? როგორ რელიგიურ პოლიტიკას ატარებს ან უნდა
ატარებდეს სახელმწიფო? როგორ არის დაცული რელიგიური თემების თუ ცალკეული
მორწმუნეების უფლებები?
კონფერენცია, სათაურით “რელიგიური თავისუფლება კავკასიაში – ისტორია, თეოლოგია
და პრაქტიკა”, მიზნად ისახავს ამ ფუნდამენტური ადამიანის უფლების განხორციელების გზაზე
შექმნილი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზებას; სამართლებრივი, ისტორიული,
თეოლოგიური და პრაქტიკული ასპექტების გააზრებას საქართველოსა და კავკასიაში.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ