995 571536600 contact@protestant.ge

სტუდენტს ზიმბაბვედან არაკანონიერი მისიონერული საქმიანობისათვის რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება

ზიმბაბვეს მოქალაქე, რომელიც სწავლობს ვოლგისპირეთის კვლევით სამედიცინო უნივერსიტეტში ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში (რუსეთი), შესაძლოა რუსეთიდან გააძევონ  უკანონო მისიონერული საქმიანობისათვის.
მეექვსე კურსის სტუდენტს კუძაი ნიამარებვუს ნიჟნი ნოვგოროდის უნივერსიტეტში რჩება მხოლოდ ბოლო გამოცდების ჩაბარება და სადიპლომო ნაშრომის დაცვა, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com.
გოგონას ადანაშაულებენ უკანონო მისიონერულ საქმიანობაში, მას ემუქრება ჯარიმა და დაუყოვნებლივი დეპორტაცია.
კუძაის მეგობრების თქმით,  ამ პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს პოსტი სოციალურ  ქსელში “Kontakt”, რომელიც შეიცავს მხოლოდ მოსაწვევს აფრიკული მუსიკის კონცერტზე გოსპელის სტილში, რომელიც გაიმართა ეკლესია “იესოს საელჩო”-ში ნიჟნი ნოვგოროდი და  არ ყოფილა  ქადაგება.
“როგორ, მოახერხეს სამართალდამცავმა ორგანოებმა  აღმოეჩინათ უკანონო მისიონერული საქმიანობა, და მით უფრო, საზოგადოებისათვის საფრთხის შექმნა  თავისი საქმიანობით რჩება გამოცანად. მითუმეტეს, ვიდეო თავად არ არის მოსაწვევი ერთი ან მეორე რელიგიურ ორგანიზაციაში, ესაა უბრალოდ ამბავი ქრისტიანი გოგონას  ცხოვრებისა. და ამის გამო პოლიციის, სასამართლოებისა და სხვა სამართალდამცავების  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შთაბეჭდილებას ტოვებს , რომ სტუდენტმა ზიმბაბვედან ჩაიდინა რაღაც საშინელი დანაშაული, და უბრალოდ ვალდებულია დატოვოს რუსეთი! – წერდა თავის Facebook- ის გვერდზე იულია იერმოშინა.
ის ფაქტი კი, რომ კუძაი არის ბოლო, მეექვსე კურსის სტუდენტი ნიჟნი ნოვგოროდის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში და მისმა მშობლებმა გადაიხადეს მისი სწავლის საფასური, დაახლოებით ერთნახევარი მილიონი რუბლი, რატომღაც, არავის აღელვებს. სტუდენტს დარცა სულ რამდენიმე თვე სწავლება, მას კი დაატარებენ სასამართლოებსა და პოლიციის განყოფილებებში! “

Leave a Reply