995 571536600 contact@protestant.ge

ტერორისტული თავდასხმა ნიცაში: ქალს თავი მოჰკვეთეს, გარდაცვლილია სამი ადამიანი

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დანით შეიარაღებულმა თავდასხმელმელმა ქალს თავი მოჰკვეთა, მოკლა სამი და დაჭრა რამდენიმე ადამიანი. 
ნიცის მერი, კრისტიან ესტროსი ტვიტერზე წერს, რომ დაპატიმრებულია ერთი ადამიანი. მან ასევე დაწერა, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა იყო. საქმეს საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებს.
“თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. ის ცოცხალია და საავადმყოფოში გადაჰყავთ”. – თქვა მან. მისივე თქმით, დაკავების შემდეგაც თავდამსხმელი იმეორებდა ფრაზას “ალაჰუ აკბარ”, რაც ითარგმნება, როგორც “ალაჰი უზენაესია”.
“მეთოდი უდავოდ ჰგავს იმას, რაც ცოტა ხნის წინ ისტორიის მასწავლებლის წინააღმდეგ გამოიყენეს”. – თქვა ესტროსიმ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ