995 571536600 contact@protestant.ge

ტრამპი: “ქრისტეს ნათელი ყოველთვის გაიმარჯვებს, რადგან მან დაამარცხა სიკვდილი”

  ქრისტეს ნათელი ყოველთვის იმარჯვებს “განსაცდელებზე და გასაჭირებზე”, – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა სააღდგომო წერილში, ტრამპი ასევე აქებს ამერიკელებს კოროვირუსული პანდემიის დროს ”ქრისტიანობის ძირითადი საფუძვლების” დაცვისთვის.
  თეთრმა სახლმა განცხადება აღდგომის წინა შაბათ-კვირას გაავრცელა.
  ”გარემოებების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ აღდგომას, როგორც დრო გაახალგაზრდავებისა, აღორძინებისა და რწმენისა და მიზნის განახლებული გრძნობა ,” – თქვა ტრამპმა. ”კორონავირუსი ვერ შეარებს აღდგომას. ბნელ საათებშიც კი, ღმერთის უხვი სიყვარული და წყალობა ურყევია.
  ”ქრისტეს ნათელი ყოველთვის გაიმარჯვებს იმ განსაცდელებზე და გასაჭირებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ, რადგან მან დაამარცხა სიკვდილი. დღეს მოდით, გამოვყოთ ცოტა მეტი დრო, რათა  ვილოცოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სიძლიერისთვის და ვთხოვოთ, რომ ღმერთს ეჭიროს ყველა ამერიკელი თავის ხელისგულზე. მოდით ერთად გავიხაროთ, ვიცით რა რომ, ქრისტე აღსდგა. ”
  განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ წლის სააღდგომო დღესასწაულის აღნიშვნა ხდება „ჩვენი ერისთვის საშინელ დროს“, მაგრამ ნათქვამია, რომ ამერიკელებმა ბევრი თანაგრძნობა გამოავლინეს.
  ”მთელი ამ რთული დროის განმავლობაში, ჩვენ მოწმენი ვიყავით ქრისტიანობის ძირითადი პრინციპების:  სიყვარული, თანაგრძნობა და სიკეთე – რაც მრავალგზის გამოვლინდა ამერიკელი ხალხის გამბედაობის, გულუხვობისა და მზრუნველობის მოქმედებაში.” – თქვა ტრამპმა. ”ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გულწრფელად გაითვალისწინეს 1 პეტრეს 4:10-ის სიტყვები:‘ თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.”
  ”უამრავმა ამერიკელმა უანგაროდ უპასუხა თავიანთ თემებში დახმარების მოწოდებებს და ჩაატარეს საგანგებო მოქმედებები, რომ საჭიროებისამებრ  დაეხმარონ მეზობლებს. ჯანდაცვის მუშაკებმა და სამედიცინო პროფესიონალებმა დაუღალავად იმუშავეს ავადმყოფების განკურნებაზე, ხოლო პირველადი დახმარების ათასობით მოხალისემ, კრიტიკულად მნიშვნელოვანმა მუშაკებმა და საწარმოებმა გამოყვეს თავიანთი დრო და რესურსები  ამ ვირუსის დამარცხებაში დასახმარებლად.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ