995 571536600 contact@protestant.ge

უზენაესი სასამართლო – საპატრიარქოს წერილი, ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის ახსნის თაობაზე, შესწავლის პროცესშია

საქართველოს საპატრიარქოს წერილს ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის ახსნის თაობაზე უზენაეს სასამართლოში ეხმაურებიან.
როგორც სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა, წერილი მიიღეს, ამ ეტაპზე საკითხი შესწავლის პროცესშია.
მათივე ცნობით, მომავალ კვირას საპატრიარქოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას დასაბუთებული წერილობითი პასუხი გადაეგზავნება.
საქართველოს საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს წერილით მიმართავს, ე.წ. ციანიდის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.

Leave a Reply