995 571536600 contact@protestant.ge

ფრანკლინ გრეჰემი: შვედური კომპანიის ჩიპ-იმპლანტი”ვაქცინის პასპორტი”, არ არის “მხეცის ნიშანი”

დოქტორი ფრანკლინ გრეჰემი.

ევანგელისტმა ფრანკლინ გრეჰემმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ სჯერა, რომ შვედური კომპანიის ჩიპ-იმპლანტი, „ვაქცინის პასპორტი“ ბიბლიაში აღწერილი „მხეცის ნიშანია“.
   გარდაცვლილი ევანგელისტის ბილი გრეჰემის 69 წლის ვაჟმა, ფრანკლინ გრეჰემმა, გამოაქვეყნა განცხადება Facebook-ზე, რომელშიც მან კომენტარი გააკეთა ბოლო ამბების შესახებ, რომ ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპები ჩაუნერგეს ბევრ შვედს, რომელიც ინახავს მონაცემებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ., იტყობინება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.org,  The Christian Post-ზე დაყრდნობით.
  „ბიბლია გვეუბნება, რომ დროთა დასასრულს იქნება ერთიანი მსოფლიო სისტემა“, – წერს ბილი გრეჰემის ასოციაციის ხელმძღვანელი. „სწორედ ეხლა, შვედურმა კომპანიამ შეიმუშავა ჩიპი „ვაქცინის პასპორტი“, რომლის იმპლანტირება ხდება კანქვეშ და გაძლევთ საშუალებას ეწვიოთ რესტორნებს, ბიზნესს და იფრინოთ თვითმფრინავით. პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ჩიპი არის ის ნიშანი, რომელზეც ბიბლია საუბრობს, მაგრამ ეს გაიძულებს დაფიქრდე, თუ რამდენად ახლოს შეიძლება ვიყოთ იმ დროსთან. ”
   როგორც გრეჰემმა აღნიშნა, ის არ არის ვაქცინაციის წინააღმდეგი და თვლის, რომ ვაქცინა მნიშვნელოვანია და სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. მაგრამ მას მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პანდემია გამოიყენეს, როგორც საბაბი კონტროლის გამკაცრებისთვის, რადგან ბევრი მსოფლიო ლიდერი კვლავ იყენებს COVID-ს თავისი ქვეყნების დახურვისთვის.
  „თუ კანქვეშ დასკანერებადი ჩიპი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ვაქცინის შესახებ, სხვა პერსონალური ინფორმაციისა და ფინანსური მონაცემების დამატებაც არაა შორს. შეიძლება ეს ჟღერდეს საშიშად, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტესი, არ უნდა ეშინოდეთ. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ შიშში. დარწმუნდით, რომ თქვენი სახელი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. ”
   ტექნიკური ფირმა Dsruptive Subdermals-ის მიერ შექმნილ მიკროჩიპს შეუძლია შეინახოს სხვადასხვა მონაცემები ადამიანის შესახებ, რაც ხელმისაწვდომი ინება სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების საშუალებით.
  „ჩიპი იმპლანტი 100 ევრო ღირს. თუ გსურთ შეიძინოთ უფრო მოწინავე ვერსია, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეოობის თვალყურის დევნებისთვის, ეს ალბათ ორჯერ მეტი ეღირება. მაგრამ ჩიპი იმპლანტი მოგემსახურებათ 20-40 წელი“, – თქვა DSruptive Subdermals-ის მმართველმა დირექტორმა ჰანეს სჯობლადმა.
  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთები ვარაუდობენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მიკროჩიპის იმპლანტები ასოცირებული იყოს მხეცის ნიშანთან. მსგავსი სპეკულაციები გაკეთდა 2017 წელს მას შემდეგ, რაც ვისკონსინის კომპანიამ თავის თანამშრომლებს მიკროჩიპების ჩანერგვის უფლება მისცა.
  „ბევრ მსოფლიო ლიდერს, მიხაილ გორბაჩოვიდან, რონალდ რეიგანამდე, ცრუ ბრალს სდებდნენ თითქოს ისინი იყვნენ ანტიქრისტეები“, – წერს ჯერი ნიუკომბი ჯეიმს კენედის მსახურებიდან. „მიკროჩიპების შიშს წლების განმავლობაში აძლიერებდა წინასწარმეტყველური სპეკულაციები, მაგრამ ბევრი ბიბლიის მკვლევარი აღნიშნავს, რომ გამოცხადების წიგნი არ მიუთითებს შემთხვევით მიღებულ ტექნოლოგიაზე, არამედ სიმბოლურად საუბრობს მათზე, ვინც თავის ბედს ქრისტეს მოწინააღმდეგეებს უკავშირებს. საზოგადოების მოწონების მიზნით“.