995 571536600 contact@protestant.ge

ქალეპისკოპოსები ანგლიკანურ ეკლესიაში

ანგლიკანური ეკლესიის გენერალურმა სინოდმა, აბსოლუტური უმრავლესობით – 378 ხმითა და 25 თავშეკავებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ქალებს უფლება ეძლევათ, ეპისკოპოსებად ეკურთხონ. არჩევნების შედეგები წერტილს უსვამს თითქმის 20-წლიან დაპირისპირებას ტრადიციონალისტებსა და რეფორმისტებს შორის ინგლისის ეკლესიაში.
ერთი წლის წინ იმავე გენერალურმა სინოდმა ძალაში დატოვა ტრადიცია, რომელიც ეკლესიაში 2000 წელია არსებობდა – ამ ტრადიციით მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ იქცნენ “მოციქულთა მემკვიდრეებად” და მწყემსონ “ქრისტეს ერი”.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდა ანგლიკანური ეკლესიის პრიმასის, კენტერბერიის ახალი მთავარეპისკოპოსის უშუალო ძალისხმევით. მიუხედავად იმისა, რომ წინა ანგლიკანი პრიმასი როუენ უილიამსი ქალთა ეპისკოპოსად ხელდასხმას ემხრობოდა, მან ვერ შეძლო გენერალური ასამბლეის დარწმუნება და კათედრა ამ საკითხის მოუგვარებლობის გამო მწუხარებით დატოვა. აქამდე ანგლიკანურ ეკლესიაში ქალთა ქიროტონიის წესი მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში იყო დაშვებული და ის არ ვრცელდებოდა მთელ ანგლიკანურ ეკლესიაზე.

Leave a Reply