995 571536600 contact@protestant.ge

ქრისტიანები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან გაერთიანდებიან 12 – საათიან ლოცვაში ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის

კვირას, 12 ივლისს, მორწმუნეები მსოფლიოს ცამეტი ქვეყნიდან  გაერთიანდებიან ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის სალოცავად, იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com კიევის ებრაულ მესიანურ თემზე დაყრდნობით.
  ისრაელისთვის 12 – საათიან ლოცვით მარათონს შეუერთდება: უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, აშშ, პოლონეთი, მოლდოვა, ბელორუსია, ლიტვა, ლატვია, ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, გერმანია.
  მარათონი გაიმართება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე (კიევის დროით), ყურება და მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მესიანური ტელეარხის SHOMER TV- ს მეშვეობით.
  ”ჩვენ გვჯერა, რომ კარანტინის პირობებში ღმერთი  ელოდება  ჩვენგან არა მოდუნებას და დამშვიდებას, არამედ გაძლიერდებასა და გაბედულ სვლას წინ, პირველ რიგში, ისრაელის მსახურების საქმეში! ჩვენ გვინდა, რომ ამ კარანტინის პირობებში გავაერთიანოთ ჩვენი თემები და ქვეყნები ისრაელისთვის ლოცვების გარშემო, რომ ებრაელი ხალხი გადარჩეს მთელი დედამიწის მასშტაბით. ”- გვიზიარებენ მარათონის ორგანიზატორები. მარათონს ორგანიზებას უწევს ბერდიშევის ებრაული მესესიული თემი, კიევისა და სანქტ-პეტერბურგის მესიანური თემების მხარდაჭერით.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ