995 571536600 contact@protestant.ge

ქრისტიანი აპოლოგეტი რავი ზაქარიასი ებრძვის სარკომას. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი უძლურნი არიან

  ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ მეტი არაფერი შეუძლიათ გააკეთონ რავი ზაქარიასისთვის, სარკომასთან ბრძოლის დროს.
  ქრისტიანმა აპოლოგეტმა და მსახურმა რავი ზაქარიასმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ლოცულობს მისთვის და მისი ოჯახისათვის. ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსმა არ მოიტანა დადებითი შედეგი, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა მსახური სახლში გაუშვეს. რავი ზახარიასმა ითხოვა არ დაეტოვებინათ იგი ლოცვებში. იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com  christiantoday.com-ზე დაყრდნობით.
  ცნობილმა ქრისტიანმა აპოლოგეტმა  და ბიბლიური ქრისტიანობის დამცველმა რავი ზაქარიასმა რთულ დიაგნოზზე შეიტყო მიმდინარე წლის მარტში.  ებრძვის რა კიბოს იშვიათ ფორმას, მან გაიარა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება. ექიმებს მისთვის აღარაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.
  ზაქარიასის საერთაშორისო მსახურების დირექტორმა და რავი ზაქარიასის ქალიშვილმა  სარა დევისმა, განაცხადა მძიმე სიახლეების შესახებ  პარასკევს: ”ჩვენ ეს ესაა გავარკვიეთ, რომ თუმცა სიმსივნე  მამაჩემის კუდუსუნზე ქიმიოთერაპიაზე რეაგირებდა, მაგრამ იმ უბნის მდგომარეობა, სადაც კიბოს მეტასტაზირება მოხდა, გაუარესდა.”
  მან დაამატა: ”მისმა ონკოლოგმა გვითხრა, რომ ეს კიბო თავისი აგრესიულობით იშვიათია და რომ აღარ არსებობს მკურნალობის შემდგომი ვარიანტები. სამედიცინო თვალსაზრისით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ძალის შესაბამისად. ”
  ახლა ღვთისმსახურის ოჯახი ბრუნდება სახლში ატლანტაში, დასძინა დევისმა, რათა “ჩვენი ოჯახი  ერთად ვიყოთ, იმდენ ხანს, რამდენსაც უფალი მოგვცემს.“
  პირველად, გამოვლენილ დაავადებაზე აპოლოგეტმა  საჯაროდ განაცხადა მარტის თვეში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მაშინ მან განაცხადა, რომ მას  სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს კუდუსუნზე, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც სარკომა.
  ამ განცხადების გაკეთებისას მარტში, ზახარიამ თქვა: ” ჩვენ ვენდობით უფალს და უკვე მივიღეთ ათასობით გზავნილი ადამიანებისაგან მთელს მსოფლიოში, რომლებიც ჩემთვის ლოცულობენ”.
  მან დაამატა: ”მე მჯერა, რომ სწორედ ღმერთმა მისცა ჩემს ქირურგს ამ სიმსივნის აღმოჩენის საშუალება.
  მე  მარგასთან ერთად და ჩვენი მთელი ოჯახი მადლობას გიხდით თქვენ მუდმივი ლოცვისთვის, ჩემს სახლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვენდობით უფალს და მის ჩანაფიქრს. გთხოვთ, ასევე ილოცოთ, რომ ღმერთმა მომაშოროს ეს საშინელი ტკივილი, რომელიც არ მტოვებს ღამით. “
  ასევე, Instagram- ის საკუთარ გვერდზე, რავი ზახარიასმა გაზიარა ფოტოები ქორწინებიდან  48 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც მან მეუღლესთან ერთად აღნიშნა. ამ ფოტოს ქვეშ მან დაწერა: “ავადმყოფობაში და ჯანმრთელობაში”.
  ”ჩვენი ქორწილიდან  48 წლის იუბილე არ ჰგავდა სხვებს, მაგრამ სამი რამ იგივე დარჩა: ჩვენი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, საჩუქარი-ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებითაც გარშემორტყმული ვართ სიკეთით და ჩვენი დიდი ღმერთის უცვლელი ერთგულება”, – დაწერა ზაქარიასმა, – გთხოვთ დაგვეხმარეთ თქვენი ლოცვებით, როდესაც მე კიბოს წინააღმდეგ ვიბრძვი და მიიღეთ ჩემი გულწრფელი მადლობა  თქვენი სიყვარულისა და მეგობრობისთვის. ”

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ